ევროკავშირის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ ახლა შეხვედრა, პირველზე დაიწყო, ჯერ არ დამთავრებულა. პრესკონფერენციას რომ დაიწყებენ, იქ გაირკვევა ის თუ რა საგარეო პოლიტიკა შეიმუშავეს საქართველოს მიმართ.
ეს სხდომა არაა გაწერილი, იმისდა მიხედვითაა ყველაფერი თუ რამდენად მალე მიაღწევენ კონსენსუსს. თან დღეს 4 საკითხი აქვთ განსახილველი, უკრაინა-რუსეთზე სულ ბჭობენ, საქართველო, სირიის ამბები, და ბელარუსიის არჩევნები იანვარში. სამი საათია მიდის უკვე, შეიძლება ამწამს დამთავრდეს, შეიძლება კიდევ 2 საათი იქ იჯდნენ.
პრესკონფერენცია რომ დაიწყება, აქ იქნება პირდაპირი ჩართვახვალაა პლენარული სხდომა სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სადაც გაიმართება დებატები იმის შესახებ თუ როგორ მოიქცნენ საქართველოს მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით.