პატივცემული წყლის კომპანია
ძლივს ქუჩაზე კეთდება გზა(ნახალოვკა.წაღვერის ქუჩა)
კეთდება საკმაოდ ხარისხიანად.აღმართების გამო იგება ბეტონი 30 სმ.ჯერ კეთდება არმირება.
შემსრულებელი კომპანია ელოდება ამ ნაგავ კომპანიას რომ გამოცვალოს წყალი და კანალიზაცია.
ისე არ ვაწყებინებთ.ჩემამდე მოსასვლელი ქუჩა უკვე ბოლოში გადის(სტურუა) და უნდა დაიწყონ ეს ქუჩაც.
გამგეობა ყველაფერს აკეთებს რომ დაიცვალოს კანალიზაცია და წყლის მილები,რომელიც 1962 წელს არის ჩაყრილი.კანალიზაცია არის ექვსკუთხა ბეტონის მილებით რომელიც დაძრულია და 5-10 სანტიმეტრიანი დაშორებაა.
სურათზე არის ის მონაკვეთი სადაც კიდე "კარგი" მდგომარეობაა.არის ადგილები სადაც მიწაა დაძრული და კანალიზაციის ტრუბები ნახევარი მეტრით არის დაშორებული.კანალიზაცია მიდის მიწაში.არის ტერასულად ქუჩები სიმაღლის გამო და ინგრევა გზაბი.
კანალიზაციის არგაკეთების შემთხვევაში გამოეცლება მიწა და ამხელა ხარჯი ტყუილად იქნება გაღებული.
მუშებმა რომ ამოთხარეს თვითონვე თქვეს რომ ავარიული სიტუაციაა.+ ამას ბევრ ადგილას წყლის მილები გადის კანალიზაციის ქვეშ რაც დაუშვებელია.კანალიზაციის წყალთან ერთად აპარებს ასევე წყლის მილები.
თუ რომელიმე ტილივიზია დაინტერესდება ამ საკითხით გთხოვთ მომიპიემოთ
მეზობელი მყვირალა ხალხი ჩემზე იყოს(სიუჟეტი კაი გამოვა

)
როგორც ლაპარაკიდან გამოჩნდა GWP-ს ფურცელზე მაგისტრალი გაყვანილი ყავს

. რეალურად კიდე არ არის მასე.
მუშა-უფროსობის სატელეფონო საუბრიდან გამოჩნდა რომ უფროსობა ხელმძღვანელობდა ნახაზებით და წყალი "გაყვანილია".უნდა გაიყვანონ მხოლოდ განშტოებები სახლში შესაყვანი
ხელპ ვინმე!
სიღრმეში რომ ჩავიდნენ სულ ტალახია რაც იმაზე მეტყველებს რომ მაგრად აქვს დანძრეული სისტემას

This post has been edited by SPLIYVI on 11 Aug 2015, 14:13