მოკლედ: ქვეყნის "აყვავების" ტემპები არ გვაკმაყოფილებს, ტემპს უნდა მოვუმატოთ.

'საპროტესტო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ ერთად განახორციელებს'.
ახლა სად ეს სასტავი და სად მთავრობა.
ვაიმე...
სექტემბერში ბანკების საწინააღმდეგო აქციები დაიწყება
სექტემბერში ბანკების საწინააღმდეგო აქციები დაიწყება. “ბანკები ჩვენ გვეხება“ - ამ სლოგანის ქვეშ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდება.
აქციების გარდა კამპანიის ორგანიზატორები საკანონმდებლო ცვილებების ინიცატივითაც გამოვლენ, თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ჯერ უცნობია.
საპროტესტო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ ერთად განახორციელებს.
უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორები სამომხმარებლო სესხებზე მაღალ პროცენტულ განაკვეთს გააპროტესტებენ, რომელიც, მათი შეფასებით, არაადეკვატურად მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, კამპანია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
მისი თქმით, ორგანიზატორები მოამზადებენ დოკუმენტს, რომელშიც გაანალიზებული იქნება ბანკების მხრიდან მომხმარებლების დისკრიმინაციული შეთავაზებები და ამ შეთავაზებების პირობები. კაიკაციშვილის თქმით, დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება როგორც ეკონომიკური კუთხით ანალიზი, ასევე იმ სერვისების სამართლებრივი შეფასება, რომელიც ქართულ საბანკო სფეროს გააჩნია.
„დოკუმენტი ქართულ საბანკო სფეროს შეადარებს უცხოეთის პრაქტიკას, რაც მოგვცემს პრობლემების უკეთ დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს საბანკო სექტორმა, მათ შორის ბანკების ასოციაიამ, პასუხი გასცეს იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს კლიენტების წინაშე“,- აცხადებს კაიკაციშვილი.
მისივე განმარტებით, ორგანიზატორებს ასევე აინტერესებთ სახელმწიფოს ხედვა, რამდენად აღიარებს პრობლემურ მხარეებს ამ მიმართულებით და რა ხედვა აქვს არსებული პრობლემების გამოსასწორებლად.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ასევე აუცილებელია, დაიხვეწოს ის საკანონმდებლო მექნიზმი, რომელიც პრობლემური სესხების ამოღებას უკავშირდება. მისი განმარტებით, არ უნდა ხდებოდეს მუქარა და შანტაჟი იმ მომხარებლების მიმართ, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ იხდიან სესხს, მაგრამ არ იცილებენ პასუხისმგებლობას და ითხოვენ გონივრულ ვადას ამ ვალდებულებების დასაფარად.
„რესტრუტურიზაციის ინსტიტუტი საბანკო სფეროში არსებობს, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ის ფაქტობრივად არ მუშაობს და ბანკები დიანტერესებული არიან, არ გამოიყენონ ეს მექანიზმი, ან უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ ის. მათთვის უმჯობესია უძრავი ქონების ყადაღა, გასხვისება“,- აცხადებს კაიკაციშვილი და ამბობს, რომ შემდგომში აუქციონზე გატანილ ქონებას ისევ ბანკები ყიდულობენ.
სესხის ამოღების მექანიზმს კეთილსინდისიერი და დროებით გადახდისუუნარო კლიენტებისთვის აპროტესტებს კამპანიის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილიც. მისი თქმით, მისთვის ცნობილია ისეთი მექანიზმები, როდესაც კეთილსინდისიერ გადამხდელს სამსახურის დაკარგვის შემდეგ ბანკებმა სესხის გადავადებაზე უარი უთხრეს, შემდეგ კი ქონება გაუყიდეს, რაც არასამართლიანია.
„არსებობს კერძო ამოღების სტრუქტურები, რომლებიც ფარულად ასევე ბანკებს აქვთ დაარსებული. აქ კიდევ უფრო ირღვევა ხოლმე ადამიანის უფლებები, რადგანაც ამოღების უწყების წარმომადგენლები ემუქრებიან, აშანტაჟებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ამ ადამიანებზე და არ ითვალისწინებენ მათს მდგომარეობას“,- აცხადებს გურამ ადამაშვილი.
მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ბანკის ვალის გამო ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, აქედან გამომდინარე ამ საკითხების დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად დამოკიდებულია საზოგადოებაზე. ყოველი მეორე დგას ამ პრობლემის წინაშე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებასთან ერთად, ხალხთან ერთად დავიწყოთ ფართომასშტაბიანი მოქმედებები იმისთვის, რომ ბანკები ერთხელ და სამუდამოდ გახდნენ საზოგადოებაზე ორიენტირებულები და ქვეყნის განვითარებისთვის გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“,- აცხადებს გურამ ადამაშვილი.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=25546&cat_id=8