სად იყიდება ესეთი რამეები არ იცით?ტურისტებისტვის რაღაცეები ან რავი სად იქნება? მე კი ვნახე მარა 60-80 ლარს მართლა არ გადავიხდი,კაი ხანია ვეძებ მარა მაგარი ძვირებია რაც ვნახე
მინდა ლიტრიანი ან 1.5ლტ იანი თერმოსი მანქანისთვის
ასევე წყლის დასალევი პლასმასის როა ამ მოცულობის
დიდი რო არ იყოს მოკლედ მანქანაში მინდა
+დასალევადაც ადვილი რო იყოს
ეს პლასმასის ბოთლებზე ალბათ იცით ყველამ და აღარც ვყიდულობ ამათი დედაც #####
რატო ვიწამლო თავი ამათი გულისთვის ,მარტო თავის ჯიბეზე რო ფიქრობენ
თუ ვინმე სვავს პლასმასის ბოთლისგან და აგერ ,ჩემით რაც გადავამოწმე და პეტ იყო უმეტესი ბოთლები აქ
PET ან PETE
ეს არის ერთჯერადი ბოთლი, რომელიც მძიმე მეტალებს და ნივთიერებებს გამოჰყოფს, რაც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს.
PET - პლასტმატის ეს სახეობა მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. ის ყველაზე ხშირად გვხდება საქართველოშიც. მასშია ჩამოსხმული სასმელი, არაგაზირებული წყლებისნ უმრავლესობა, სხვადასხვა მოცულობით. ამ ბოთლებში იყიდება, მაგალითად, ბაკურიანის წყალი. გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად არის მიზანშეწონილი. თუკი ამ ნიშნით გამოყოფილ ბოთლში წყალს ისევ ჩაასხამთ, თქვენს ორგანიზმში სხვადასხვა მავნე ნვთიერებები და ბაქტერიები მომრავლდება.
HDP ან HDPE
ეს პლასტიკატი კარგი ხარისხისაა და მავნე ნივთიერებას, ფაქტობრივად, არ გამოყოფს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ წყალი სწორედ ამ ნიშნით არსებულ ბოთლებში შეიძინოთ. ეს უსაფრთხოც არის და ეკოლოგიისთვის სასარგებლოც. ამ ტიპის პლასტიკატი მთლიანად გადამუშავდება.
ეს არის პლასტიკატის საკმაოდ მყარი ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად რძის, სათამაშოების, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების შესანახად გამოიყენება.
LDPE
ეს მასალა გამოიყენება როგორც ბოთლების, ასევე სხვა პლასტიკური პაკეტების წარმოებისთვის. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში და მას უსაფრთხოდ ინახავს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის უსაფრთხო მხოლოდ წყლისთვის არის. მისგან წარმოებულ შეფუთვებში სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებთან ერთად თქვენ გულისთვის მავნე შხამ-ქიმიკატებსაც მიირთმევთ.
PP
ეს პლასტიკატი თეთრი ფერის და ნახევრად გამჭვირვალეა. გამოიყენება სიროფისა და იოგურტის შესანახად. პოლიპროპილენი თავისი თერმოსტაბილურობის განსაკუთრებული თვისებით ფასობს. მისი გაცხელების შემთხვევაში მასში მოთავსებული პროდუქტი არ დნება, არც ფუჭდება და ის სავსებით უსაფრთხოა.
PC ან პლასტმასი სპეციალური ნიშნების გარეშე
ეს პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც გამოიყენება როგორც წყლის, ასევე საკვები კონტეინერების შესანახად, რაც ყოვლად დაუშვებელია. ის გამოყოფს ბისფინოლ A-ს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე. ამასთანავე, იგი წარმოადგენს კანცეროგენულ ნივთიერებას და იწვევს თავის ტვინის განვითარების პათოლოგიებს.
http://www.fmabkhazia.com/news/14397-ras-u...idvis-dros.html