როგორ მოხვდეთ ადვილად 2016 წელს ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტების პრესტიჟულ ფაკულტეტებზე!
როგორც იცით ერთიანი ეროვნული გამოცდების სქემა გულისხმობს სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და მეოთხე არჩევითი საგნის ჩაბარებას შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ანუ მეოთხე საგანს თვითონ აბიტურიენტი ირჩევს. შესაბამისად ყოველწლიურად აბიტურიენტების წინაშე იბადება კითხვა – რომელი საგნის არჩევა სჯობია? პირველ რიგში, რასაკვირველია აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ის საგანი, რომელიც მოსწონს და რომელიც გამოადგება ყველაზე უფრო მეტად.
საგნები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სირთულის მიხედვით. მაგ. ბევრი ფიქრობს, რომ მათემატიკის ჩაბარება მაგარია, კი ბატონო მაგარია, მაგრამ ბევრად უფრო რთულიცაა. თანაც გამოცდებზე ძნელია რეალური კონკურენცია გაუწიო მათემატიკური სკოლების მოსწავლეებს, ე. წ. „კომაროველებს“ და „ვეკუელებს“, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერები არიან. იგივე ითქმის ფიზიკაზეც.
ისტორია? მაგრამ აქ იმდენი ზღვა მასალაა...
ამიტომ, ხომ არ ჯობია ავირჩიოთ ისეთი საგანი, რომელიც თან საინტერესოა, თან მარტივი ჩასაბარებლად და საბოლოო ჯამში ყველაზე უფრო გამოსადეგი ჩვენთვის. როგორ გავერკვეთ? ამაში დაგვეხმარება გამოცდების ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემები.
2015 წლის გამოცდების სტატისტიკა გვეუბნება, რომ აბიტურიენტთა რაოდენობა საგნების მიხედვით ასე გადანაწილდა: ისტორიას აბარებდა დაახლოებით 12000 აბიტურიენტი ამდენივე იყო გეოგრაფიის ჩამბარებელთა რიცხვიც. მათემატიკა ჩააბარა დაახლ. 10000–მა, ლიტერატურა 6000–მდე, ბიოლოგია დაახლ. 3500–მა, ხოლო სამოქალაქო განათლება 500 აბიტურიენტმა. ადვილი მისახვედრია, რომ ისტორიისა და გეოგრაფიის ჩამბარებელთა კონკურსი ბევრად უფრო მაღალი და ძნელად გადასალახი იყო. თუ რა ძნელია მათემატიკით ჩაბარება ეს უკვე ზემოთ ავღნიშნეთ. ლიტერატურაც არ არის ადვილი.
მოკლედ, სხვა საგნებისგან განსხვავებით მკვეთრად გამოირჩევა სამოქალაქო განათლება. წარმოიდგინეთ სად ისტორიით და გეოგრაფიით 12000 აბიტურიენტთან კონკურენცია და სად სამოქალაქო განათლებით სულ რაღაც 500–თან. ამასთან ერთად მასალაც ბევრად ნაკლებია და თან ბევრად სახალისო. სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ისეთი თანამედროვე და აქტუალური თემებია როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, დისკუსია, დებატები, გლობალიზაცია, ეკოლოგია, დისკრიმინაცია, კონფლიქტები და მათი გადაჭრის სტრატეგიები, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ევროკავშირი, ნატო), კონსტიტუცია, კანონი და სამართალი, ტრეფიკინგი, დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, მასმედია, მოქალაქის უფლებები, არჩევნები, ეკონომიკა, თავისუფალი ბაზარი, მონოპოლია, კონკურენცია და სხვა.
ისევე როგორც 2015 წელს, 2016–შიც აბიტურიენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი – იოლად მოხვდნენ ცნობილი უნივერსიტეტების პრესტიჟულ ფაკულტეტებზე.
ამასთან ერთად ამ საგნით 100% და 70% გრანტის აღება ბევრად უფრო ადვილია!
იყავი თანამედროვე, ჩააბარე სამოქალაქო განათლება და აღარ დაგჭირდება ტვინის ჭყლეტა მათემატიკის შემთხვევაში ან ზღვა მასალის დაზეპირება ისტორის, გეოგრაფიის და ლიტერატურის შემთხვევაში!
მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ რომელიმე ზემოთ ნახსენები საგნის ჩაბარება მასთან ერთადაც შეგიძლიათ დამატებით, მე–5 საგნად ჩააბაროთ სამოქალაქო განათლება, რაც ბევრად უფრო გაზრდის თქვენ შანსებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ისეთი საგნებისგან განსხვავებით როგორიცაა მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და ლიტერატურა მისი მომზადების ხარჯები ორჯერ ნაკლებია.
მაშასადამე ორჯერ უფრო ნაკლები ხარჯები, სამჯერ უფრო ნაკლები სასწავლო მასალა და ბევრად უფრო თანამედროვე და საინტერესო თემები!
როგორ არის ეს შესაძლებელი და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?
დაგვიკავშირდით და დეტალურად დაგაკვალიანებთ!
ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია: 222 53 12 ან 598 25 03 04.
E-mail: valerimerk@gmail.com
ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ პირად გვერდს Facebook-ზე:
https://www.facebook.com/განვით...35307646694915/!