ibo
ჩემი აზრით არასწორად სვამთ საკითხს. პრობლემა იმაში კი არაა, რომ სტომატოლოგები არ შემოდიან რადგან უფასო კონსულტაციები ეზარებათ, არამედ იმაში, რომ საქართველოში სტომატოლოგები ზოგადად ნაკლებად იყენებენ სოციალურ ქსელებს პროფესიული თვალსაზრისით. ალბათ ჯერ ვერ ხედავენ საჭიროებას.
თუმცა ყველას აქვს უფლება თავისი დრო თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს და ვერავის დავავალდებულებთ აქ შემოვიდნენ და თემები იკითხონ. გარდა ამისა არსებობს კიდევ სხვა ფორუმებიც.
და კიდევ, სტომატოლოგია ისეთი სფეროა, რომ სიტყვიერი დახმარება დიდად ეფეტქური ვერაა ხშირად. საჭიროა ექიმთან ვიზიტი. თანაც უმჯობესია მანამდე, სანამ სასწრაფო რჩევა დაგჭირდებათ.
დასვით თქვენი შეკითხვა და შევეცდები სწრაფად ვუპასუხო