გაერთიანდება თუ არა ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი ინტერნეტპროვაიდერი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "კავკასუსის" და "სილქნეტის" ერთობლივი მოთხოვნის შესწავლას იწყებს. კომპანიები გაერთიანების ოფიციალურ მიზეზად ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ასახელებენ.
ექსპერტები კომისიას ურჩევენ ეს გარიგება არ დაუშვას. სპეციალისტები თვლიან, რომ გაერთიანების შემთხვევაში კომპანია მონოპოლისტი ხდება, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. პარალელურად, დღეს ცნობილი გახდა, რომ კომისიაში კიდევ ერთი მოთხოვნა შევიდა. ამჯერად, "კავკასუსის" შეძენას კომპანია "მაგთი" ითხოვს.
http://1tv.ge/ge/news/view/105308.html