როდესაც ქართული მედიის ხელშეუხებლობაზე და თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გამოგვრჩეს 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის დარბევისა და დახურვის ფაკტი, ან 2011 წელს აჭარის ტელევიზიის წინ, ჩატარებული მიტინგის დროს მომხდარი ინციდენტები, როდესაც ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ აჭარის ტელევიზია ხელისუფლების მიმხრობაში დაადანაშაულა და მისი ინფრასტრუკტურა დააზიანა.
ქართული მედია რომ ზედმეტად პოლიტიზირებულია ამას უკვე პატარა ბავშვიც ხვდება, გასართობი თოლქ-შოუებიც კი პოლიტიკურ ხასიათს ატარებენ, სწორად ამ პოლიტიზირებამ გამოიწვია მედიის ორ პოლუსად გაყოფა და ამ ორი პოლუსის დაპირისპირება.
პოლიტიზირება, აგიტირება, თუ ამ თვისებებს კიდევ უფრო გააღრმავებს ქართული მედია ის აუცილებლად თავის აღსასრულს მოაწერს ხელს, მათი ვალდებულებაა ემსახურონ ხალხს და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, არა რაიმე კონკრეტულ ძალას, როგორც ამას რუსთავი2 აკეთებს.
რამდენი ადამიანიცაა ქვეყანაში იმდენი აზრი არსებობს, ასე რომ თავად განსაზღვრეთ არის თუ არა ქართული მედია თავისუფალი და ხელშეუხებელი.