მე დღეს მიმატოვეს! წავიდა როგორც სჩვევიათ. მიუხედავად რომ სიყვარულს არ ვაღიარებ ვუწოდებ სიგიჟეს დავცინი მასხრად ვიგდებ
დღეს მაინც წავიდა საბოლოოდ წავიდა და რაღაც წაიყოლა ჩემი ნაწილიდან. მთავარია მალე გაივლის. თქვენ კი დაგიტოვთ თემას. ყველა მივიწყებულ და მიტოვებულებს გაუმარჯოს

ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ, როცა დამკარგავ.
რა იყო ჩემში ასეთი ცივი რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემარჩინე.
ცოტას დავიცდი, სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი.
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია?
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ