"სულიერ საჭურისთა თვითდამკვიდრების მცდელობა" - სიმონ მასხარაშვილი "ნაციონალებზე", რომლებმაც ქართველი მწერლების ლანძღვა ტრენდად აქციეს
 ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსები ქართველ კლასიკოს მწერლებს აქტიურად აკრიტიკებენ. ამ თემაზე კომენტარი ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილს ვთხოვეთ:
- "ფეისბუქზე" გადავაწყდი, რომ ვიღაც-ვიღაცები კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძეს, ჭაბუა ამირეჯიბსა და ნოდარ დუმბაძეს, როგორც მწერლებს "აკრიტიკებენ". ამ ვიღაც-ვიღაცების გვარ-სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, იმიტომ, რომ ისინი ხსენების ღირსადაც არ მიმაჩნია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც დიდი ქართველი მწერლების განმქიქებლებს არ გაემიჯნება, ვერასდროს ეღირსება წესიერ ქართველთა მხარდაჭერას. კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, ჭაბუა ამირეჯიბსა და ნოდარ დუმბაძის განმქიქებელნო, ან ბოდიში მოიხადეთ, ანდა დაახვიეთ...
- რატომღაც ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა ქართველი მწერლების კრიტიკა..
- სამწუხაროდ, ეს დღეს არ დაწყებულა. ეს მე მგონია სულიერ საჭურისთა თვითდამკვიდრების ერთგვარი მცდელობა. თვითონ არაფრად არ ვარგიან, ვერც წერენ და სხვისი გინებით უნდათ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.
- ამ პოლიტიკოსების ბევრი ამომრჩეველი სწორედ იმ მწერლის მკითხველია, ვინც მათ მწარედ გააკრიტიკეს. ეს ყველაფერი სამომავლოდ, არჩევნებზე გარკვეულ გავლენას არ მოახდენს?
- "ნაციონალური მოძრაობა" დაღუპა "ჩარეცხილების" ძახილმა. ეს იყო კრეტინობა. ამ სულელურმა ნათქვამმა გააგიჟა როგორც თბილისი, ისე მთელი ქვეყანა. მე ქართული ჯარის მთავარი იდეოლოგი ვიყავი და ამ ნათქვამს ნამდვილად ვერ გავიზიარებდი, სულ მქონდა ამაზე ჩხუბი, რომ ეს დეგენერატობა არ შეიძლებოდა. მე არ დავასახელებ გვარ-სახელებს, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, არის კრეტინი პოლიტიკოსი და დიდი ბოდიში, მაგრამ კრეტინი პოლიტიკოსის კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებ. ყოფილი მინისტრი ან თუნდაც ყოფილი დეპუტატი, ისიც პოლიტიკოსია, და მისი ნებისმიერი ნათქვამი თუ ნაწერი (მათ შორის, "ფეისბუქის" სტატუსიც) არის პოლიტიკური განცხადება და როდესაც ამ განცხადებით ის კონფლიქტში შედის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან (რადგან ამ ხალხს ულანძღავს საყვარელ ავტორიტეტებს), ეს არის კრეტინობა
და ამის განმცხადებელი პოლიტიკოსიც არის კრეტინი პოლიტიკოსი.
- გასაკუთრებით კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდა "თეთრ ბაირაღებზე" და კონკრეტულად მის პერსონაჟზე - კანონიერ ქურდ ლიმონა დევდარიანზე...
- ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, გოგია ჭიჭოშვილიც და 37-ში დახრეტილი ბაბუაჩემიც კი ტერორისტად და ყაჩაღად არიან მოხსენებული და ისინი ყაჩაღები იყვნენ?! იმ პერიოდში ვინც ტყეში გადიოდა, უკაცრავად მაგრამ უკან დაბრუნების შემთხვევაში, ფაბრიკაში ვეღარ მუშაობდა და თავის საძმოს ან ოჯახის გამოკვება უწევდა არაკანონიერი გზით. პირადად მე, ლიმონა დევდარიანს აღვქივამდი როგორც ერთგვარ ქაქუცას, გოგია ჭიჭოშვილს და სხვა ლიტერატურულ სახეს, ისევე როგორც დათა თუთაშხიას. მათი ქმედებაც ერთგავრი პროტესტი იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი. ეს არის ფაქტი, თორემ ჩემი დაცვა ნოდარ დუმბაძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, გრიგოლ რობაიძეს და მით უმეტეს, კოსტანტინე გამსახურდიას ნამდვილად არ სჭირდებათ. აქ საქმე გვაქვს ტოტალურ კრეტინიზმთან, რასაც უკვე სიბრიყვეც არ ჰქვია.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/139057-qs...dad-aqcies.html  
 გნაცებო , ხო ხართ ღირსი ესეც რო დაგცინით 

  ??
არადა , ტიპი "ტრუპი " იყო  და თქვენ გააცოცხლეთ , გააპაპულარეთ  , დიდ ისტორიკოსად გაგვაცანით 
<3   ამოგდოთ  კაუჭი ? 
 
 რა ცუდი ტიპია რა :დ  აი , მე გამიტყდა ამის მაგივრად :დ