სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი2015 წლის ივლისში 2015 წლის ივნისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2014 წლის ივლისთან შედარებით 7,8 პროცენტით გაიზარდა. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,1 პროცენტით.
2015 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 2,3 პროცენტით შემცირებამ, რამაც -1,93 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ფასები
შემცირებული იყო ქიმიურ წარმოებაზე (-10,9 პროცენტი), საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-1,8 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-3,8 პროცენტი).
http://www.geostat.ge/cms/site_images/_fil...%202015_GEO.pdfესეც იყოს აქვე
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წ. იანვარი-ივლისი 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
http://www.geostat.ge/cms/site_images/_fil...07_2015-GEO.pdf This post has been edited by -Sergi- on 14 Aug 2015, 15:06