მაინტერესებს ყველაფერი ბაბილონური მითოსიდან, ეს ვიცი მარტო, ვინც რა იცით დაწერეთ
ბაბილონური კოსმოგონია
პირველად არსებობდა ორი ურჩხულებრივი არსება, რომლებიც გამასახიერებდნენ წყლის სტიქიას: მამრი აბზუ (განასახიერებდა მტკნარ წყლებს, მდინარეების დასაბამი) და მდედრი თიამათი( მლაშე წყლებს, ზღვების დასაბამი)
მათ დაბადეს წყვილი ურჩხული ლახმუ (მამრი) სდა ლახამუ (მდედრი)
ამათ დაბადეს ანშარი (მამრი) და ქიშარი (მდედრი), ესენი ატარებდნენ ცისა და მიწის ჩანასახს და დაბადეს ძლიერი ღმერთი ანი და კიდევ სხვები
ახალშობილი ღმერთები ხმაურობდნენ, აბზუს და თიამათის უნდოდათ სიმშვიდე ამიტომ აბზუმ თიამათს შესთავაზა ამათი მოცილება, მაგრამ თიამათმა არ მიიღო აბზუს წინადადება. აბზუს სურვილი გაიგეს მათ შვილებმა, ახალგაზრდა ღმერთებმა და შეშფოთდნენ ვითარცა ევროპა. მათგან ყველაზე ძლიერმა და ბრძენმა ეამ შეთხზა ძლიერი ლოცვა, რომლითაც დააძინა აბზუ, გაუნებელყო აბზუ, წაართვა სარტყელი ძლევამოსილების ნიშანი, წაართვა ბრწყინვალე სამოსელი, რომლითაც თვითონ შეიმოსა, მოკლა აბზუ და მასზე დააფუძნა თავისი ტახტი
შემდეგ დაიბადა მარდუქი, რომელსაცამა ორმაგ ღვთაებრიობას ანიჭებს, აქვს ოთხი თვალი, ოთხი ყური და მას თვალს ვერავინ უსწორებს. მზის შექმნამდე მარდუქი.ატარებს მზიურ ნიშნებს.
ქაოსის ღმერთები, რომლებიც თიამათის გარშემო არიან შემოკრებილნი თიამათის ჩასჩურჩულებენ ახალგაზრდა ღმერთების წინააღმდეგ მიმართულ სიტყვებს და მშ განაწყობენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. აცალგაზრდა ღმერთებს კი კოსმოსის შექმნა სურთ და ამაში ცდილობს თიამათი ხელი შეუშალოს მათ და რაც.მთავარია მან შური უნდა იძიოს რადგან ეამ მოკლა აბზუ. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად თიამათი.შექმნის გველეშაპებს და ურჩხულებს, რომელთაც სისხლის ნაცვლად შხამი აქვთ, ამათ წინამძღოლად აღაზევებს ქინგუს. ამას იგებენ.ახალგაზრდა ღმერთები და ეშინიათ თიამათთან ბრძოლის. ეშინია ეას, რომელიც მიდის ანშარასთან რჩევისათვის, ანშარა მოუწოდებს მას მოკლას ქინგუ, მაგრამ ეას ავიწყდება ძველი სიმამაცე, რომელიც აბზუს მოსაკლავად ქონდა და ეუბნება მას რომ არ შეუძლია ქინგუს მოკვლა. მერე ანშარი ურჩევს ეახლოს თიამათს და მოიგოს მისი გული ხოლო თუ მას არ მოუსმენს აუწყოს თიამათს ანშარის სიტყვები. ეა მიდის თიამათთან მაგრამ შუა გზიდან მობრუნდება. სხვა ღმერთებსაც ეშინიათ და უკვე ფიქრობენ რომ თიამათს ვერავინ დაამარცხებს. მაგრამ ანშარს ახსენდება ორმაგი ღვთაებრიობის მქონე მარდუქი, ღმერთთა შორის ყველაზე გვუან ნაშობი და აღმატებული' მარდუქი პირდება მათ დახმარებას, მაგრქმ ეუბნება რომ გამარჯვებისათვის დაჭირდება ძალისა და ხელმწიფობის მომატება.
ღმერთები იკრიბებიან ნადიმზე, სვამენ ღვთაებრივ სასმელს და დროებით შიში უქარწყლდებათ, ადოდებენ მარდუქს. უფენენ წინ კვართს და ეუბნებიან რომ როგორც კი რამეს იტყვის კვართი მოისპობა, ისევ იტყვიდ და აღდგება. ასეც ხდება. ამის შემხედვარე ღმერთები რწმუნდებიან მარდუქის ძლიერებაში და ამბობენ რომ მარდუქი მეფეა, მიართმევენ სამეფო ნიშნებს-კვერთხს, ტახტს, მოსასხამს, ლახვარს. მარდუქი ქმნის თავისთვის მშვილდ-ისარს, ლატს და სათხეველს ანუ ბადეს თიამათის შესაპყრობად. შეყრის ოთხივე კუთხის ქარებს რათა არსად გაექცეს თიამათი. მარდუქს თავზე ახურავს ელვის გვირგვინი და ასე მიდის თიამათთან საბრძოლველად. მიუახლოვდება, საბრძოლველად გამოიწვევს, თიამათი ყვირის მისი სიტყვების გაგონებისას. იბრძვიან. მარდუქი იყენებს სათითაოდ ყველა თავის იარაღს..ქარებიც, თიამათმა ხახა დააღო მათ სთასანთქმელად, მაგრამ პირს ვეღარ კუმავს და ქარიშხალმა აუვსო პირი, რჩებს ხახაღებული და გაბერილი. მარდუქი მოზიდავს ისარს და გააპობს თიქმათს, წააქცევს გვამს და ზედ ფეხით შესდგება. თიამათის გარეშე მისი ლაშქარი ვერაფერს შვრება. მათად ამარცხებს მარდუქი, ატყვევებს ქინგუს, ბეჭდით დაბეჭდავს და მიიმაგრებს მკერდზე. ასე ხდება სამყაროს ბქტონ-პატრონი,მაგრამ კოსმოსი ჯერ არ შექმნილა
* * *
.JPG/250px-Elam_r_(30).JPG)
მარდუქი როდესაც ათვალირებს გარდაცვლილი თიამათის სხეულს, განიზრახავს შექმნას მისგან "მშვენიერი ნივთები". თევზვით განკვეთავს მის სხეულს, მისი ზემო ნაწილისგან მნის ცას, ქვემოსაგან მიწას. ცაში ღმერთებს სეუქმნის ტაძარს და იქ სეყავს ღმერთების სამება:
ანი (ცის ღმერთი),
ენლილი (შუასკნელის ღმერთი) და
ეა (ოკეანისა და მიწისქვეშა წყლების მბრძანებელი). აქვე სხვა ღმერტებსსაც უკეთებს სადგომებს
მარდუქი ქმნის ზოდიაქოს წრეს და მასზე თორმეტ სადგურს. ადგენს ცაზე მზეს და მთვარეს და მათ უწესებს მოძრაობის წესს. ასე ამყარებს წესრიგს სამყაროში და ქაოსი საბოლოოდ უქმდება
შემდეგ ქმნის ადამიანს, რომლის შექმნის მიზანი ღმერთების მსახურია. გამარჯვებული ღმერთები გადაწყვეტენ რომ დამარცხებულ ღმერთთა შორის ერთ-ერთი უნდა შეწირონ მსხვერპლად და მისგან შექმნან ადამიანი. შებორკავენ ქინგუს, მიუყვანენ ეას, სერაცხავენ ცოდვილად, ამოართმევენ სისხლს და ამ სისხლისგან ქმნიან კაცთა მოდგმას, აკისრებენ ღმერთების სამსახურს.
* * *
ებიჭოთ ჰათ
ვინმეს რამე გწცოდინებათდა დაწერეთ რა