რუსული გამოცემა „კომერსანტის“ დამფუძნებელი ვლადიმერ იაკოვლევი „ფეისბუქის“ საშუალებით რუსებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთში მწვავე სოციალური კრიზისი დაიწყება.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში, კვირებში, თვეებში მოვლენები ორი სცენარით შიეძლება განვითარდეს. ან შეიცვლება მთავრობა, რასაც არაპროგნოზირებადი და საშიში მოვლენები მოჰყვება, ან დანაშაულის მატებასთან, პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტთან ერთად, რაც რეალურად საფრთხის შემცველი იქნება მოქალაქეების სიცოცხლისთვის, უმძიმესი სოციალური კრიზისი დაიწყება.
ასე, რომ ხუმრობის გარეშე:
თუ გაქვთ საშუალება, წადით ქვეყნიდან, რაც მთავარია წაიყვანეთ ბავშვები.
სამუდამოდ არ ვსაუბრობ - ორი-სამი თვით, ნახევარი წლით. მაგრამ, აუცილებლად წადით. თუ ამ პერიოდში არაფერი მოხდა, მეც გამიხარდება, რომ შევცდი“, - წერს იაკოვლევი.
წყარო:
https://www.facebook.com/vladimir.yakovlev.359?fref=nf
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ