პოსტის დასაწყისშივე ვამბობ რომ ეს პოსტი არაა იმ დაკომპლექსებული როჟებისთვის ვინც რატომღაც თავის ვალდებულებად ჩათვლის 5-10 გვერდი იწკმუტუნოს და ტვინი ბურღოს იმაზე თუ როგორ არ აქვს აზრი ცხოვრებას სიყვარულის გარეშე (მარტო იმიტომ რომ საკუთარ თვალში გააპრავოს ის რომ მეორე ადამიანის ტრუსიკზეა გამოკიდებული და თავისი ცხოვრება არ გააჩნია) და ა.შ.
ვეცდები რაც შეიძლება მარტივად და მოკლედ დავშალო ის რისი თქმაც მინდა.
1.ქალისა და კაცის ურთიერთობის რეალური და ხელშესახები პროდუქტი არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროდუქტი რის გარეშეც ადამიანი გადაშენდებოდა - შთამომავლობა, ხელოვნური საშვილოსნოები ან ხელოვნური სპერმატოზოიდები (რა ინფორმაციაც ამ ეტაპზე მაქვს ბიოლოგიური მხარის შესახებ) ჯერ არ შექმნილა და ხელოვნური განაყოფიერებისთვისაც საჭიროა დონორი.
2.ქალისა და კაცის ურთიერთობა ხშირად იწვევს ჩვენ ცხოვრებაში (პირადი გამოცდილებიდან და სხვა ადამიანების ურთიერთობაზე დაკვირვებიდან გამომდინარე სტატისტიკას ვხმარობ აქ) მოულოდნელ ქმედებებს და ამ ქმედებებს დადებითი ან უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. პირად ცხოვრებას ვგულისხმობ, რომელშიც გაქვს შენი საქმე და შენი მიზნები და რომლებსაც რათქმაუნდა ვერ მიაღწევ თუ თავი ჩამოიხრჩე იმის გამო რომ შენი საყვარელი ადამიანი სხვასთან ჟიმაობდა ხო?!
შევამოკლოთ ეს ორი პუნქტი - ქალისა და კაცის ურთიერთობა:
1.უნარჩუნებს ადამიანთა რასას სიცოცხლეს (თუმცა თავისუფლად შეიძლება ურთიერთობის საერთოდ ამოღება და დონორებით შეცვლა სადაც მომავალში მხოლოდ მარტოხელა დედები და მამები იარსებებენ და რეალურადაა მსგავსი რამ შესაძლებელი)
2.ზრდის ან ამცირებს შენი როგორც პიროვნების პროდუქტიულობას - შენი საქმის კეთების ტემპს, მოულოდნელობის ალგორითმით.
და გავიაზროთ რა უარყოფით გავლენას ახდენს ეს დიდ მასშტაბებზე. ვთქვათ ყოველ 10 ჰექტარზე დასახლებული 1 000 ურთიერთობაში მყოფი ადამიანიდან ყოველი მეათე ბედნიერია (რაც ძალიან დიდი რიცხვია და აშკარად ვხედავ რომ ყოველი მეათე კი არა ყოველი მეასეც არაა ბედნიერი

), მარა ვთქვათ ყოველი მეათე, ეს არის 100 ადამიანი ამ 1000-დან. დარჩა 900 ვინც ურთიერთობებში უბედურია. ვთქვათ ამ 900-ის 80% (რაც ისევ გულუხვობაა ჩემი მხრიდან) მიუხედავად თავისი უბედურებისა იკავებს თავს : არ სცემს ცოლს, არ წამლავს ქმარს, არ ურტყავს ბავშვებს, არ ლოთდება, თავს არ იხრჩობს და აკეთებს თავის საქმეს ყოველგვარი ინციდენტების გარეშე. დარჩა 180 მანიაკი 10 ჰექტარზე. ეს გამოდის 18 მანიაკი ჰექტარზე. გავანაწილოთ თითო ჰექტარში რამოდენიმე საპასუხისმგებლო სტრუქტურა - პოლიცია, საავადმყოფო და სხვა სტრუქტურები რომლებიც პასუხს აგებენ სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე/სიცოცხლეზე. თითო ჰექტარზე მყოფი 100 კაციდან ყოველი თვრამეტი მანიაკი თუა 10 სტრუქტურაში მომუშავე ყოველი 10 კაციდან მინიმუმ 1 (უფრო ზუსტად 1.8 (ან ძაან მსუქანი, ან პატარა მანიაკ შვილთან ერთად ან დვარფ მეგობართან ერთად ჩითავს რა მოკლედ

)) მანიაკი გამოდის რომელიც ან იმიტომ გამაზავს თავის მნიშვნელოვან სამსახურს რომ ცოლს თავი მოაჭრა და მარხავს, ან იმიტომ რომ სასმელში ჩაიხრჩო- რაც გამოიწვევს იმას რომ ვერ გააკეთებს თავის საქმეს - თუ ქირურგია ვერ გააკეთებს ოპერაციას , თუ გინეკოლოგია მოუკვდება მშობიარე დედა, თუ პოლიციელია შეიძლება სამსახურშიც გავიდეს და აქეთ დაესხას ვინმეს თავს.
ახლა კითხვა - რა დადებითი გავლენაა საკმარისი რომ ეს უარყოფითი გავლენა გაამართლოს თქვენი აზრით?
This post has been edited by That_Dude_With_Guitar on 15 Aug 2015, 08:06