ერთი კვირის წინ ბაკის სახურავი მომპარეს და ისე ვიარე. ცოტახანში ბენზონასოსმა ბზუილის ხმა აიკიდა. თავიდან არაფერი და მერე ცხელზე ბზუოდა ხოლმე

მივიყვანე ელექტრიკთან . დაშალა , ამოიღო ბენზონასოსი და მეუბნება არაფერი ჭირს ტყუილად დამაშლევინეო. კაი ბენზონასოსი პირიქით უნდა ბზუოდეს უბრალოდ ადრე არ გესმოდაო/
მოკლედ ამახია 30 ლარი დაშლა- აწყობაში და წამოვედი "დამშვიდებული"
დღეს ჩვეულებრივ რო გახურდა ისევ დაიწყო ბზუილი.
მერე ძმაკაცი გამოვიდა ორთაჭალაში , სოკარის ოფისთან რაღაც საქმე ქონდა და 20 წუთში რო ჩავჯექი მანქანაში აღარ დაიქოქა.
მეთქი რამე დამცველია, ვნახე ყველაფერი კარგი იყო
მერე გასაღები გადავწიე და რას ვხედავ რო ბენზონასოსიდან ხმა აღარ მოდის. ადრე რო გადავწევდი 2 წამიანი ხმა ქონდა და მერე უვლიდა ხოლმე
ანუ ბენზონასოსი გადაიწვა სავარაუდოდ

(
პატარა შანსია რო რელე ან რამე იყოს, მარა არამგონია.
ეხლა პრობლემა რაშია რო მანქანა დავაგდე იქვე სოკარის პირდაპირ. წინა საბუქსირე არ მაქვს და ხელოსნის იქვე მიყვანა მომიწევს

რას მირჩევთ, ჯერ მაინც ნახოს ხელოსანმა და მერე ვიყიდო ბენზონასოსი? თუ ბარემ ვიყიდო სხვა რა უნდა იყოს

70 ლარიო, მაიფართიზე ქონდა ვიღაცას განცხადება