| #45485659 · 23 Aug 2015, 21:29  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  Mazda6
 2002 - 2005
 კატეგორია
 სედანი
 საორიენტაციო ფასი
 4250$ - 5750$
 ძრავა 2,3 ბენზინი
 სიმძლავრე 166
 წვა
 ქალაქში 12,2ლ
 ტრასაზე 7ლ
 
 გამძლეობა: საკმაოდ გამძლე ავტომობილია, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში აუცილებლად სჭირდება მოფრთხილება
 სერვისი: მეტ-ნაკლებად პრობლემურია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
 ნაწილები: ადგილზე მეტ-ნაკლებად იშოვება, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
 კომფორტი: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში. მაქსიმალური კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული კომფორტის მიღწევა
 სალონი: ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სივრცით და ტევადობით არ გამოირჩევა. თავის კლასში ბევრს ჩამორჩება
 გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად სავალი ნაწილის გაუმართაობას უჩივიან
 საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ქვეყნებია. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
 წყარო: მაზდა ცენტრი თბილისი
 |