
"ოთხი ბუმბული" 2002 წელს გამოსული ჰოლივუდის "ექშნ" დრამა.
რეჟისორი
შეკხარ "ელიზაბეთ" კაპური
მთ. როლებში
ჰით ლეჯერი, უეს ბენტლი, ჯიმონ ჰონსუ და კეით ჰადსონი.
ბრიტანელი მწერლის და პოლიტიკოსის ალფრედ ედუარდ უიდლი მეისონის 1902 წელს ლანსირებული, პატრიოტულ-იმპერიულ-სამხედრო-რომანტიულ-სათავგადასავლო რომანის რიგით "ენ" ნომერი ეკრანიზაცია.

ფილმი მოგვითხრობს ბრიტანელ ოფიცერ ჰერი ფავერშამის ამბავს. რომელიც ტოვებს ბრიტანეთის იმპერიის არმიას, მისი საომარი მოქმედებების არეალში გადაგზავნის წინ. საქმე ეხება ფელდმარშალ გარნეტ ვულზლის 1982 წლის ექსპედიციას, რომელიც მიმართული იყო ეგვიპტელი აჰმედ ორაბი-ფაშას ბრიტანელების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩასახშობად.

ჰენრის საქციელი სასტიკ, უარყოფით რეაქციას იწვევს მის გარემოცვაში. მისი სამი უახლესი მეგობარი და თანამებრძოლი: კაპიტანი Trench, ლეიტენანტი Castleton და Willoughby, მას სიმხდალეში ადანაშაულებს. რის ნიშნადაც გადასცემენ სიმხდალის დამამცირებელ სიმბოლოს: სამ თეთრ ბუმბულს. მისი საცოლე, ულამაზესი ეთნე იუსთასიც არღვევს მათ ნიშნობას და ჰენრის მეოთხე თეთრ ბუმბულს უგზავნის. ხოლო მისი საუკეთესო მეგობარი, კაპიტანი დიურანსი ეთნეს ოფიციალური შეყვარებული ხდება.

ფილმის წინა ვერსიებიდან: Four Feathers (1915); The Four Feathers (1921); The Four Feathers (1929); The Four Feathers (1939); Storm Over the Nile (1955); The Four Feathers (1978) (TV Movie) ყველაზე ცნობილია ზოლტან კორდას 1939 წლის
ლეგენდარული ფერადი ვარიანტი.

რატომ ეხლა.
გუშინწინ "სილკნეტზე" გადიოდა. რაღაცნაირად მახსოვრობაში ამოატივტივა ევროპის უკიდურესად ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის 2008 წლის იანვრის არც ისე ცივი დილა. მაგ დღეს აქ გაიხსნა თემა ლეჯერზე. ნი ტო "ლიშტოტმა", ნი ტო "ფოლკმანმა" ან სულაც "ქუჯიმ" გახსნა. დღემდე მაინც ვერ გავიგე რომელი, რომელია. მაშინ ფორუმზე "ახალი თაობა იყო". ჰო! დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. არა, არ დამვიწყებია, მაგრამ მერე იყოს.
ფილმის ნახვარუსულად
Четыре пера (2002)წყაროვიკი