#45438621 · 18 Aug 2015, 00:24  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         odesamk„სააკაშვილის გარემოცვამ უკრაინაში უდანაშაულო კაცი ცემით მოკლა! მკვლელი გამოუშვეს, ამბავი ჩაფარცხეს!...ზუსტად იგივე სცენარია, რაც სანდრო გირგვლიანის  მკვლელობა"!- წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა" დღევანდელ ნომერში. "სააკაშვილის მრჩევლებს "ჩეპე" მოუვიდათ, მათ მიერ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესასრულებლად, საიდუმლოდ აყვანილ, წარმოშობით მოლდოველ, სისასტიკით გამორჩეულ ყოფილ სპეცრაზმელს (სავარაუდოდ, მოლო მაკკიუს საყვარელი), ალექსანდრე ორელანშს ახალგაზრდა მამაკაცი ცემაში შემოაკვდა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და მოლი მაკკიუ ერთ-ერთი პარკის მიმდებარედ, ბარში სადილობდნენ. როგორც ჩანს, კუნთმაგარმა ორელანშმა მაინც არასწორად გაიგო ბოროვიკის დაპირება, დავალებები შეასრულე, ნებისმიერი სიტუაციიდან დაგიხსნით, რა პრობლემაც არ უნდა შეგექმნესო. ვინაიდან ყოფილმა სპეცრაზმელმა ეს "მკვლელობის ლიცენზიად" ჩათვალა, სიცოცხლეს გამოასალმა კაცი, რომელიც პარკში ქალთან ერთად სეირნობდა. ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მაშინ გახდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პირადად მივარდა პოროშენკოსთან და ყველანაირად სცადა პროკურორებისა და მოსამართლეების დაყოლიებაც. მაშინ იმდენი იჩალიჩა, მკვლელი იზოლატორიდან მაინც დაიხსნა. მეტიც, საყვარელიძისა და ადეიშვილის განსაკუთრებული "ნიჭის" წყალობით, უკრაინის საზღვარზე ორელანშის გაპარება ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდა. ალბათ აქ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მკვლელების "გაპრავება" გახსენდებათ. სააკაშვილის თავისი სტილი აქვს -ადამიანებს კი იყენებს ბინძური საქმეებში, მაგრამ თუ ჩავარდნენ, პატრონობაც შეუძლია. სააკაშვილისთვის ამ შემთხვევის მიჩქმალვას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი – მან იცოდა, რომ თუ საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცემოდა, ინფორმაცია პრესაში გაჟონავდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვებოდა და მის "ზონდერ-ბრიგადას" საფრთხე შეექმნებოდა, მეორე -საფრთხე არსებობდა თავად დაკავებული ორელანშისგანაც, მკვლელობის მუხლით გასამართლების შემთხვევაში ალაპარაკდებოდა და ბევრ საიდუმლოს დაფქვავდა, ის იმუქრებოდა კიდეც. პრინციპში უკრაინის ციხეში მისი მოშორება არ იქნებოდა პრობლემებთან დაკავშირებული, მაგრამ "საძმოს" დანარჩენი წევრები გაიგებდნენ და პანიკაში ჩაცვივდებოდნენ, გაუჩნდებოდათ ეჭვი, რომ ოდესღაც მათი რიგიც დადგებოდა. ამ ამოცანას სააკაშვილმა თავი წარმატებით გაართვა, დანარჩენებისთვის მაგალითის მისაცემად, ორელანში კბილებით დაიცვა. თუმცა მიშა საშას და მოლის და ბიძამისს მაინც გაუნაწყენდა გუნდში ასეთი აფექტური პიროვნების მიღების გამო. მათ სამი კვირა არ ელაპარაკებოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, მიშა იმდენად დავალებულია ბოროვიკთან, ამ უკანასკნელმა იმდენი რამ იცის,"ნაციონალების" ორმაგ საქმიანობაზე, სიტუაცია ბოლომდე არ დაძაბა, ბოლოს მაინც შეურიგდა",- წერს გაზეთი "კვირის ქრონიკა".   
        
  -------------------- 
absence of evidence is not evidence of absence Somewhere, something incredible is waiting to be known    
 
 
  "ჩვენისთანა бедныйერი, არის განა სადმე ერი?!" ツ 
        
       |