#45289519 · 29 Jul 2015, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სოფელი მაქვს კასპის რაიონში. ადრე კომუნისტებმა ეზო ჩამოგვაჭრეს და კლუბი ჩადგეს. ანუ კლუბის უკანა კედელი ჩემს ეზოშია და უკანა ფანჯრებიც ჩემს ეზოში იყურება.
ახლა ეს კლუბი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ანუ აღარც კარ-ფანჯარა აქვს, აღარც იატაკი. აღარც მესერი უვარგა, ცარიელი კედლებია და სახურავი. ძაღლებისა და საბაგვის ბუდეა. 20-25 წელია ხელი არავის დაუდია. არაფერი გაუკეთებიათ. შიგნით აღარაფერი ფუნქციონირებს 20-25 წელია. შენობაც მიწითა და ქვით ნაშენებია, თუმცა ინგრევა-თქო ვერ ვიტყვი. ეზო აქვს 400 კვ.მ. ეკუთვნის კასპის მუნიციპალიტეტს.
1 თვის უკან დავრეკე კასპში და ვთხოვე რომ დაედოთ აუქციონზე მაგრამ მითხრეს არ არის დაინტერესებული გაყიდვაშიო. თუმცა სარემონტოდაც რომ აღარ ღირს? მე ვხვდები რომ ეშინიათ გაყიდვის.
არის რაიმე საშუალება რომ დავითანხმო აუქციონის წესით გაყიდვაზე?
არადა რომ დაველოდო, დრო ჩემზე მუშაობს და რაც უფრო დაიშლება დროთა განმავლობაში მით უფრო იაფად და ადვილად შევისყიდი, მაგრამ ბევრი ლოდინიც არ მინდა.
წინასწარ გიხდით მადლობას რჩევისთვის
|