"ილია ვარ, არ მესროლოთ"...
მათ საქართველო მოკლეს
1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურში, კაენის ნაშიერნი დაუხვდნენ ილია ჭავჭავაძეს... მკვლელები დაქირავებულნი იყვნენ. გადმოცემებით თუ მოწმეთა ჩვენებებით, სამწუხაროდ, ბოლომდე დადგენილი არ არის ნამდვილი მკვლელის ვინაობა.
ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა განზრახული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, რადგან ილია გმობდა მათ პოლიტიკურ გზას და ხალხში უსაზღვროდ პოპულარული იყო. საბჭოთა პერიოდში გამოძიებამ დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
...ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი - ბევრჯერ თქმულა, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო) დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, - ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუქუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდნილა.
თავდამსხმელებს სასტიკად უცემიათ ოლღა გურამიშვილი. სახე დაჩეჩქვილი ჰქონია უმწეო ქალს.
ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის შემდეგ ექიმი იაშვილი ასკვნის, რომ მას წინიდან რომელიმე ბანდიტმა ესროლა. თუმცა, მოგვიანებით ვახტანგ გურული ავითარებს ვერსიას - ჭავჭავაძეს ბერბიჭაშვილის ბანდის წევრმა კი არა, რომელიღაც სხვა ტერორისტმა ესროლა. ილია ჭავჭავაძის ცხედრის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) - დიდი.
ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი გაცილებით დიდს. ამდენად, ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი - იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს... მაგრამ ვინ ესროლა?
აშკარაა, რომ ბერბიჭაშვილის ბანდა ამას ვერ გააკეთებდა - მისმა კაცებმა ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენ.…ისროლეს მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არაფერი იცოდა. იმხანად ტერორისტულ პრაქტიკაში ასეთი წესები მოქმედებდა: ყველა ტერორისტს ჰქონდა თავისი "ხელწერა", ე.ი. ტერორისტი მსხვერპლს კლავდა მისთვის დამახასიათებელი გასროლით, ასეთი გასროლის ნიმუშები იყო:
ერთი ტყვია კეფაში, ოთხი ტყვია ზურგში, ორი ტყვია მკერდის არეში, სამი ტყვია მუცლის არეში და ა.შ.…იმხანად (1905-1907 წწ) მხოლოდ ორი ტერორისტი სარგებლობდა იმ "ხელწერით", როგორითაც ილია მოკლეს.
ერთი მათგანი 1907 წლის აგვისტოსთვის ციმბირში იყო გადასახლებული (საქართველოში გვიან დაბრუნდა), მეორე - 1907 წლის იანვრიდან აგვისტომდე რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული თბილისის, ქუთაისის და ბაქოს გუბერნიების ჟანდარმერიის სამმართველოების აგენტურული სამსახურის მასალების მიხედვით, არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ბაქოში და ბათუმი-თბილისი-ბაქოს მარშრუტით გადაადგილებისას ხშირად იკარგებოდა ჟანდარმერიის თვალთახედვის არედან.
ის შედიოდა იმ 50-55 ტერორისტს შორის, რომელთაც, პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსთა დასკვნით, შეეძლოთ, ნებისმიერი სირთულის ტერორისტული აქტის განხორციელება, - წერს ვახტანგ გურული, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ილიას მკვლელობა უფრო მასშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სათათბიროსთვის, ვიდრე რომელიმე
კონკრეტული პარტიისთვის. გურულს ამის მიზეზად მოაქვს მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, 1906 წელს ილიას განცხადება რუსეთის სათათბიროში - მან მოითხოვა საქართველოს ავტონომია!
1941-42 წლებში თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარს მიღმა ილია ჭავჭავაძის მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი გაუსამართლებიათ. პროცესს საზოგადო მოღვაწე ვარლამ ძიძიგური დასწრებია და ნანახი და მოსმენილი აღუწერია წიგნში "მასწავლებლის მოგონებანი". "ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება ის ათი დღე, 1941 წლის 25 დეკემბრიდან 1942 წლის 5 იანვრამდე, როცა თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარში ილია ჭავჭავაძის მკვლელის - გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა," - იხსენებს პედაგოგი და დაწვრილებით აღწერს ბერბიჭაშვილის დაკითხვისა და გასამართლების სცენას.
გთავაზობთ ფრაგმენტს ამ პროცესიდან.
ვარლამ ძიძიგური: - "ამ სასამართლოზე დასასწრებად სულ ორმოციოდე საშვი იყო და ერთი მათგანის მიღება მარგუნა ბედმა. საბრალდებო სკამზე იჯდა 64 წლის კაცი, საშუალო ტანის, გამხდარი, ფართო მხარ-ბეჭიანი, ხმელი და თხელი სახისა, ჭაღარა გიგოლა ბერბიჭაშვილი.
სასამართლოს თავმჯდომარის პირველი კითხვა იყო ბერბიჭაშვილისადმი:
- ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
- მე პარტიზანთა რაზმის წევრი ვიყავი, წითელი პარტიზანელის მოწმობა მქონდა. 1905 წელს დამიჭირა პოლიციამ და დუშეთის სამაზრო ციხეში დამამწყვდია. ციხე გავტეხე და გამოვიქეცი. ამის შემდეგ ტყეში ვიმალებოდი. ერთხელ, ეს იყო 1907 წელს, ტანისამოსი დამეფლითა, ახლის შესაძენად ჩუმად მინდოდა ჩამოვსულიყავი თბილისში და საგურამოზე გამოვიარე. საღამო იყო. გზაში შემხვდა ერთი ჩემი ნაცნობი ხიზანიშვილი. მითხრა:
- ამაღამ ილია ჭავჭავაძის სახლის ზემოთ, ტყეში, რამდენიმე კაცს კრება გვაქვს და დაგვესწარიო. არ მინდოდა, მაგრამ ძალით წამიყვანა. კრებაზე 10-12 კაცი იყო. თავმჯდომარეობდა ვიღაც ჯაში. როგორც გავიგე, ეს კაცი ილია ჭავჭავაძის მოურავი ყოფილა. მან წაიკითხა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გაზეთში დაბეჭდილი წერილი. ჯაშმა თქვა:
- მე დღეს ვარ აქ და ხვალ არა და მაინცდამაინც არ მენაღვლება, მაგრამ თქვენ აქაურები ხართ, ვერსად წახვალთ და კნიაზ ილიას წვალებას მანამ ვერ გადაურჩებით, სანამ მას არ მოკლავთო. მოკალით და მოისვენეთ, მისი მოკვლა რა დიდი საქმეაო...
გადაწყდა ილია ჭავჭავაძის მოკვლა. ხუთი კაცი აირჩიეს, მათ შორის მეც. მე უარზე ვიყავი: - თქვენი კნიაზია და თქვენ უნდა მოკლათ, მე რა მესაქმება-მეთქი.
ძალათ ჩამაბეს ამ საქმეში. იმ ღამეს წიწამურის ზემოთ ვივახშმეთ ერთ ოჯახში. ღამე წიწამურის ტყეში გავათიეთ. გავინაწილეთ ის არემარე, სადაც ილია უნდა მოგვეკლა, საიდანაც ილიას მეეტლე ეტლს ჯერ მძიმედ წამოიყვანდა და შემდეგ შეაჩერებდა."
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე და ორგანიზატორი ჯაში 1922 წელს ცოლის ძმას მოუკლავს ნაძარცვი ფულის გაუნაწილებლობის და სხვა ამგვარი მიზეზის გამო. სასამართლო პროცესში მონაწილე მოწმე ფაღავას ჩვენების მიხედვით, 1907 წელს სასამართლოს სკამზე მხოლოდ ორი მკვლელი - ხიზანიშვილი და აფციაური მჯდარა. მკვლელობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი ჯაში როგორღაც დროებით საქმიდან "გამომძვრალა. ნამამასახლისარი ივანიშვილი, დაკითხვის შემდეგ ციხეში რომ მიჰყავდათ, შეუგულიანებიათ, - გაიქეცი, მცველები თოფს არ გესვრიანო. ესროლეს. მოკლეს.
ბერბიჭაშვილს დიდხანს ხელს არ უშლიდნენ, რომ დამალულიყო.…დახვრიტეს მხოლოდ ხიზანიშვილი და აფციაური. 1942 წელს სასამართლოს დადგენილებით, ბერბიჭაშვილსაც არ ასცდა დახვრეტის განაჩენი. მხოლოდ მოკლულმა შეუნდო მათ ბრალი - ილიამ სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და ლექსში "ლოცვა" ღმერთს შესთხოვა: "მტერთათვისც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: "შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
ილიას სიკვდილის შემდეგ ოლღას აღარც საგურამოსკენ გახედვა სურდა და ვეღარც შინ ჩერდებოდა. ფიზიკურად მომჯობინებულა თუ არა, მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან ახლოს, წერა-კითხვის საზოგადოებას აქირავებინა ბინა და იქ გადასახლდა - ილიასთან ახლოს ვიქნებიო. მთელი უძრავ-მოძრავი ქონება კი, ილიას ანდერძისამებრ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ილიას მკვლელობის შემდეგ ოცი წელი იცოცხლა ოლღამ. ამბობენ, თითქმის ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე და ილიას საფლავზე წვებოდაო...
ილიას სიკვდილის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: - ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო.
იაკობ გოგებაშვილმა კი ერს შესთავაზა მკვლელებზე შურისძიების ფორმულა: - "უსულ-გულო და უტვინო ორფეხა მხეცები ვერაგულად კლავენ საშინელის სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას...
დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის დიდებულს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალს აზრებს, პროგრესიულს იდეალებს, მის დემოკრატიულს მიმართულებას, წმინდა ეთიკას სრულის ადამიანობისას, ამისათვის კი ყველაზე მეტად საჭიროა მოფენა კიდით-კიდედ მისი ქმნილებებისა, გავრცელება მისის თხზულებებისა მთელს ჩვენს ქვეყანაში.
როცა ქართველი გლეხობა გაიცნობს ილიას ნაწერებს, გადაიკითხავს იმის "კაცია-ადამიანს", "გლახის ნაამბობს", კაკოს თავგადასავალს, იმის "მუშას" და სხვა დემოკრატიულს ქმნილებას, იგი ცხადად დაინახავს, თუ რა დიდი მოციქული იყო ილია გლეხთა განთავისუფლებისა და აღორძინებისა.
მაშინ იგლოვს იგი იმის სიკვდილს ბევრად უფრო მეტის მწუხარებით და ცრემლებით, ვიდრე ეხლა ჰგლოვობენ დაწინაურებულნი ნაწილნი ქართველი ერისა. ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის მიცვალებულისა..."
1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა წმინდა ილია მართლის სახელით.


ილიას ძეგლია


აქვე მინდა ჩემი გულის ტკივილი გაგიზიაროთ
ერთი თბილისელი კაცი ვარ, რომელიც ოქრომჭედელის ოჯახში გაიზარდა
შეიძლება ითქვას რომ თბილისი ჩემი ქალაქია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
№ ქალაქ თბილისის მერი მმართველობის წლები
1 ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი (XII საუკუნის შუა წლები)
2 ამირა (შააპ) კურდ არცრუნი (XII საუკუნის მეორე ნახევარი)
3 შადინ (ბადინ) (XIII საუკუნის მეორე ნახევარი)
4 მელიქ ენალი (XVII საუკუნე) დაახლოებით 1646-1673
5 მელიქ ბაიანდური (XVII საუკუნე) 1650 წლიდან
6 მელიქ ხოჯა–ბეიბუდი (XVII საუკუნე) 1662 წლამდე
7 მელიქ აშხარბეკი (XVII საუკუნე) 1662 წლიდან
8 მელიქ ავთანდილი (XVII საუკუნე) დაახლოებით 1678-1698
9 მელიქ ამირ ბეიბუდიანცი (XVII საუკუნე)
10 მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი (XVII-XVIII საუკუნეები)
11 მელიქ გიორგ ასლამაზიან ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე)
12 მელიქ ზურაბ გიორგიან ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1712-1742
13 მელიქ აშხარბეკ II. ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1734 წლამდე
14 მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1734-1768
15 მელიქ ანტონი (XVIII საუკუნე) 1746-1751
16 მელიქ სააკ შერგილიანცი (XVIII საუკუნე) 1751-1760
17 მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1768-1795
18 მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი (1764-1832) 1795-1801
19 ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი 1840–1843
20 სტეფან გაბრიელიან ხატისიანცი 1844–1845
21 მოვსეს ტერ-გრიგორიანცი 1845–1846
22 ოვანეს სიმონიან შადინიანცი 1847–1848
23 ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი 1848–1849
24 ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი 1850–1851
25 ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი 1851–1852
26 ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი 1853–1856
27 სოღომონ დავთიან სარაჯევი 1856–1857
28 ანდრეი დავთიან მანანოვი 1857–1858
29 ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი 1858–1860
30 სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი 1860–1861
1865–1866
31 სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი 1861–1862
32 გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი 1862–1864
33 გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი 1864–1865
34 ერემია გევორქიან არცრუნი 1866–1868
35 ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი 1868–1869
36 დმიტრი თუმანიანცი 1869–1870
37 იაზონ დმიტრიან თუმანიანცი 1870–1874
38 დიმიტრი ყიფიანი 1875–1879
39 ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი 1879
40 ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი 1879–1891
41 ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი 1891–1893
1895–1896
1903–1904
42 პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი 1893–1895
43 გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი 1897–1901
44 ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი 1902
45 ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი 1904–1905
46 ვასილ ჩერქეზიშვილი 1907–1909
47 ალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი 1910–1917
48 ბენიამინ ჩხიკვიშვილი 1919–1920
ესეც წყარო
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%A0%E1%83%98თბილისში ყოველთვის სჭარბობდა სომხური მოსახლეობა.ალბათ მაგიტომ ქონდა ტავისი პეწი ამ ქალაქს.ყველასათვის მისაღები იყო და საოცნებო...
ეხლა მინდა ზემო აღნიშნულ თემაზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო ჯიგრებო...
ეს მკვლელობა ალბათ მძიმე დაღად ადევს ქართულ ისტორიას!
მოკლული იყო ნახევრად სომეხი ადამიანი რომელიც ქართულად სწერამდა,რათა ქართველებს ჩამოყალიბებოდათ ევროპული ხედვა,ღირებულებები,სიდინჯე...დედიმისი ქართველმოყვარე იყო რის გამოც ილიქს სულ ეუბნებოდა "პიში პო გრუზინსკი,მოჟეტ ბიწ ანი პაიმუტ."
თქვენა კიდე ადექით და მოკალით სომხების დიდი საჩუქარი...
This post has been edited by ლევონ on 19 Aug 2015, 00:19