
გია პროფესიით აიტი სპეციალისტია თუმცა ბოლო ხანებში ფოტოგრაფიამ ისე გაიტაცა რომ არ არის გამორიცხული პროფესია შეიცვალოს. მისი გადაღებული ფოტოგრაფიები წარმატებით არის გამოფენილი ლოკარნოს, ტურინის და ფრანკფურტის საეეთაშორისო ფოტოგამოფენებზე. რამოდენიმე მათგანი უკვე კერძო კოლექციაშია.
გია მოგვიყევი როდის მიხვდი რომ ფოტოაპარატის გარეშე ცხოვრება არ შეგეძლო?
- ფოტოაპარატთან არასოდეს მქონია შეხება. მხოლოდ სმარტფონის საშუალებით თუ გადავიღებდი ფოტოებს. ისიც იშვიათად. ერთ დილას ნაბახუსევით გამოწვეული დისკომფორტის გამო გადავწყვიტე სამსახურში არ წავსულიყავი. წინა ღამეს საკმაოდ დიდი რაოდენობა ვოდკა-კოლა მივიღე და ორგანიზმს რეაბილიტაციისთვის გარკვეული დრო ჭირდებოდა. ყავისთვის ჩაიდანი დავადგი და გაბრუებული სავარძელში მოვკალათდი. მაგიდაზე წუხანდელი ნამწვებით სავსე საფერფლე იდო. საიდანღაც ჩურჩულის ხმა მომესმა. თავიდან ვეცადე დამედგინა ხმის წარმომავლობა, თუმცა ეს არ გამომივიდა. სახლში მარტო ვიყავი. უეცრად აღმოვაჩინე რომ ეს ხმა საფერფლიდან მოდიოდა. ნამწვები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ!
ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა?
ამასობაში ადუღებულმა ჩაიდანმა დაუსტვინა და ინსტინქტურად სამზარეულოსკენ გავეშურე. ყავა დავისხი და დავიწყე ფიქრი თუ რა მექნა. ვიფიქრე რომ შევიშალე. ორიოდე ცხელი ყლუპი ყავის შემდეგ ისევ ოთახში დავბრუნდი მაგიდასთან.
ამჯერად უფრო კონცენტრირებული
შევეცადე ბგერებში სიტყვები გამერჩია.
ცოტა ხნის შემდეგ მართლაც დავიწყე სიტყვების გარჩევა.
ისინი ადამიანებივით საუბრობდნენ პოლიტიკაზე, საკუთარ სოციალურ სტატუსსა და ჯანმრთელობაზე რაც ბრენდით დს კუპრის და ნიკოტინის შემცველობით იზომებოდა.
სწორედ მაშინ გადავიღე ჩემი პირველი ფოტო, რომელიც ლოკარნოს ავტორიტეტულმა ფოტოგამოფენამ წლის საუკეთესო ავანგარდულ ფოტოდ აღიარა.
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis.htmlაქ შეგიძლიათ გაეცნოთ მის ხელოვნების ნიმუშებს
https://www.facebook.com/pages/Gia-Tsuladze...8692086?fref=ts This post has been edited by ლევონ on 19 Aug 2015, 18:00