
კლიანუს ასეა
ბოლოში ორი წერტილი რომ არის რეცეპტი წერიან მანდ
მაგ ქვას ვერ იპოვით
ტაინიკშია
20 აგვისტოს დაჩქარებულ რეჟიმში სევანში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო სევანის მუნიციპალიტეტი კავკასიის ცენტრალურ ზოლში მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც კავკასიურ ცივილიზაციის ჩასახვა - განვითარება მიმდინარეობდა. ამიტომაც, სევანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები დიდი ხანია იქცევს როგორც სომეხი, ასევე უცხოელი მეცნიერების ინტერესს. ბოლო წლებში სევანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენების მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა: გამოიცა წიგნი და რუკა მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების შესახებ, მთელ რიგ ძეგლებზე ჩატარდა არქეოლოგიური, დაზვერვითი და გაწმენდითი სამუშაოები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სევანის მონასტრის ტერიტორიაზე VIII-VII საუკუნეების ძველსომხური ნამოსახლარისა და ტაძრის შიგნით ძველ სარქისიანთა საძვალის აღმოჩენა. მიმდინარე წელს გრძელდება 2011 წელს დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები სპიტაკში არსებულ ძველსომხურ ნამოსახლარზე, რომელსაც „ტაბაკონას არმენია“ ჰქვია. მეცნიერებმა აქ აღმოაჩინეს არქეოლოგიური მასალა - ძველკოლხური და იმპორტული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანზე არსებული ორნამენტი მსგავსებას ამჟღავნებს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში აღმოჩენილ შესაბამისი პერიოდის არქეოლოგიურ მასალასთან. სამუშაოებს აწარმოებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რექტორი ჯ. პოღოსიანი) სამეცნიერო ჯგუფი არქეოლოგ ლევონ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით. ამ სამუშაოებში ჩართულია გერმანელი არქეოლოგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან ტობიას იორდტი. სექტემბრის დასაწყისში დასრულდება დაზვერვითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები ბიის თემის ტერიტორიაზე, უბან „დობერაში“, სადაც აღმოჩენილ იქნა რომაული ხანის მეტალურგიასთან დაკავშირებული ნივთები და ამავე პერიოდის ქვევრები. სამუშაოებში მონაწილეობდნენ პროფესორი ლერი ხაჩათურიანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორები რეზიკ და სირანა პაპოიანები. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება ეჩმიაძინის მონასტრის გალავნის შიდა ტერიტორიაზე, ხოლო რიგ მნიშვნელოვან ძეგლებზე მოეწყობა დაზვერვითი ხასიათის სამეცნიერო სამუშაოები.
This post has been edited by ლევონ on 20 Aug 2015, 18:26