აი რაზე მაქვს საუბარი: დღეს ამ ფორუმზე იმისათვის რომ რომელიმე იუზერის ნათქვამის ციტირება მოვახდინო საჭიროა ორი რამის გაკეთება:
1) მის ნიკზე დაჭერა:
2) ტექსტის მონიშვნა და მერე დაჭერა
აქ დაუწკაპუნეთ-ზე.

მაგრამ ზოგ ფორუმზე (მაგალითად
Sciforums-ზე) საამისოდ საჭიროა მხოლოდ ერთი მოქმედების შესრულება, კერძოდ - დასაციტირებელი ტექსტის მონიშვნა და ამ დროს მის ქვემოთ გამოჩენილ წარწერაზე
Reply დაჭერა:

ახლანდელ წესს მეორე უხერხულობაც ახლავს თან - როდესაც თემის სათავეში ვარ (ნუ პირველ, მეორე, მესამე და ა.შ. პოსტზე) მაშინ ციტირებისასათვის ქვემოთ ჩამოსვლაა საჭირო, მაგრამ ხომ შეიძლება რომ მე ერთ პოსტში მსურდეს ბევრი პოსტისადმი (ან ერთიდაიგივე პოსტის სხვადასხვა ნაწილისადმი) გამოხმაურება? მაშინ სულ მომიწევს ზემოთ ასვლა და ხელახლა მოძებნა დასაციტირებელი პოსტისა ან მისი ნაწილისა. ამიტომ ჯობია თუკი დაციტირების დროს ქვემოთ არ „ჩამოვვარდებით" ისე როგორც
ახლა არის
Sciforums-ზე. მოკლედ, თუ ამ ფორუმისგან ციტირების წესს გადმოვიღებთ, მაშინ ბარემ გავაუმჯობესოთ და გავაკეთოთ ისე რომ ციტირება
Reply-ით ქვემოთ არ გვაგდებდეს და გვტოვებდეს თემის იმ ნაწილში სადაც ტექსტს ვნიშნავთ ციტირებისათვის.
აბა რას იტყვით?
This post has been edited by არწივი9 on 22 Aug 2015, 01:58