#45473683 · 22 Aug 2015, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენი ხანია აქ ვარ და უფრო და უფრო მეშლება ნერვები ამაზე. დაწერენ სათაურად ნახევარ წინადადებას და არკვიე ახლა რაზე წერენ, სერიოზულია თუ დაღლეპროჯაობენ.
აი რა წესია ასეთი სათაური: "დღეს ვანო მერაბიშვილმა პოლიციას" და დანარჩენი აღარაა. უნდათ რო მაინც და მაინც გახსნა თემა. არ ვიცი ეს რა კულტურაა.
ან უარესი, დანარჩენს ქვესათაურში წერენ, რაც თვალში ცუდად ხვდება ძალიან. არ შეიძლება წესიერი სათაური დაწერონ, განსაკუთრებით ყველაზე პოპულარულ გვერდებზე მაგ: პოლიტიკა ან ქალი და მამაკაცი?
ჩემი თხოვნაა მოდებმა სერიოზულად მოკიდონ ამ საქმეს ხელი სანამ არ ისწავლიან მომხმარებლები ფორუმის წესიერად ხმარებას: წაიშალოს ეგრევე ასეთი სათაურები, დალაგდეს წესიერად ქვე-ფორუმები, და ქვესათაურები ან სულ არ იხმარონ ან დეტალები დაამატონ.
ნუ ახლა ამ პოსტებში როგორ წერენ ეგ ცალკე საკითხია და მაგაზე აღარ მინდა ლაპარაკი.
This post has been edited by Lursmani on 22 Aug 2015, 02:19
|