#45485659 · 23 Aug 2015, 21:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mazda 6 2002 - 2005 კატეგორია სედანი საორიენტაციო ფასი 4250$ - 5750$ ძრავა 2,3 ბენზინი სიმძლავრე 166 წვა ქალაქში 12,2ლ ტრასაზე 7ლ
გამძლეობა: საკმაოდ გამძლე ავტომობილია, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში აუცილებლად სჭირდება მოფრთხილება სერვისი: მეტ-ნაკლებად პრობლემურია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი ნაწილები: ადგილზე მეტ-ნაკლებად იშოვება, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა კომფორტი: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში. მაქსიმალური კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული კომფორტის მიღწევა სალონი: ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სივრცით და ტევადობით არ გამოირჩევა. თავის კლასში ბევრს ჩამორჩება გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად სავალი ნაწილის გაუმართაობას უჩივიან საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ქვეყნებია. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის წყარო: მაზდა ცენტრი თბილისი
|