http://www.interpressnews.ge/ge/regioni/34...jakha.html?ar=Aბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი დაშავებული ქალი გამოიყვანა. ერთ ქალს აღენიშნება სხვადასხვა სახის მოტეხილობები, სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლისა და ბერიძის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, "ემელის" ჯიპი ტროტუარზე განთავსებულ პროდუქტების ჯიხურებს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ქალი დაშავდა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და პროდუქტების მაგიდებს დაეჯახა.
როგორც გარემოვაჭრეები ყვებიან, მძღოლი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. გარემოვაჭრეების ვარაუდით, მძღოლი ცუდად გახდა და მომხდარი შემთხვევა ამან გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარემოვაჭრეები კი ტერიტორიას აწესრიგებენ.
ამიხსენით. ტურისტულ ქალაქში. ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქში. რატომ უნდა იყვნენ გარემოვაჭრეები ქუჩაში?
აქაც ნარმანია და უფულავა იყვნენ მერები?
როდის გვეღირსება ქუჩები გათავისუფლდეს გარემოვაჭრეებისაგან და მათ ბაზრობებზე გადაინაცვლონ. კეთილმოწყობილ ბაზრობებზე. და ჩვენც ნორმალურო პროდუქტი ვიყიდოთ?
მეტრო. ქუჩა. ჯანდაბა. დოზანა..
ვერსად ვერ გაივლი. ქუჩის გამტარიანობას ზღუდავენ. გზბზეც გადადიან. ანაგვიანებენ. და პროდუქტსაც დაბინძურებულს ყიდიან
ხმაურზე ხმაურს ამატებენ და საკმაოდ ხშირია გაწევ გამოწევაც და გინებაც
ხოდა მძღოლს გალანძღავენ, ქლაწბს უმკურნალებენ, ილაპარაკებენ თუ რა მძიმე ცხოვრება აქვთ გარემოვაჭეეებს
მაგრამ მათი პასუხისმგებლობა?
სხვები თუ შედიან და ვაჭრობენ ბაზარში, ესენი წითელი კოჭებია? რატომ უნდა იყოს მათთვის გამონაკლისი დაშვებული?
როდის უნდა დაემსგავსოს ქალაქი ქალაქს. ქუჩა ქუჩას და ბაზარი ბაზარს?
დამენანა მძღოლიც და მოვაჭრეებიც
მაგრამ არ შემეცოდნენ. ალტერნატივა აქვთ და აკეთებენ იგივეს
არ იმსახურებენ შეცოდებას