მინდა დავწერო ორი სიტყვა ელიტ-ელექტრონიქსის საგარანტიო მომსახურების შესახებ. იქნებ ვინმემ წაიკითხოს მათი მარკეტინგის ან მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებიდან.
2013 წლის ოქტომბერში შევიძინეთ სარეცხი მანქანა. წარმოებული გერმანიაში, 4 წლიანი საგარანტიო მომსახურებით. შეძენისას ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის რომ ელიტ-ელექტრონიქსი დიდი ქსელური კომპანიია და რამე თუ მოხდა, ალბათ სერვისი სხვებთან შედარებით მაღალ დონეზე აქვთ. გავიდა 8 თვე. ტექნიკა ტექნიკაა და სამი კვირის წინ სარეცხი მანქანა გაფუჭდა. დავურეკეთ სერვის ცენტრში.
მოვიდნენ იმავე დღეს. ხელოსანმა, მთავარი პლატა არის დამწვარიო, თუ გვაქვს საწყობში მალე მოვალთ და შევაკეთებთ, თუ არა ორ-სამ კვირაში ჩამოვა თქვენი ნაწილი და მოვალთო.
ორი კვირის შემდეგ დამირეკეს, ჩამოვიდაო. მოვიდა ხელოსანი. პირველი რაც იკითხა, რა ჭირს მანქანასო. ვუთხარით, რომ მთავარი პლატა არის დამწვარი.
დაიწყო შეკეთება. იწვალა, ბოლოს, ვერ გავაკეთეო. ამას მთავარი პლატა აქვს დამწვარი და საწყობში თუ გვაქვს მალე მოვალთ, თუ არა ორი-სამი კვირა უნდა ჩამოტანასო (?!).
ორი დღის მერე დავურეკე, მოვიკითხე ჩემი მთავარი პლატა.
თქვენ მანქანას ორივე პლატა დამწვარი აქვსო, და ხვალ მოვლენ გააკეთებენო.
მეორე დღეს მოვიდა ხელოსანი, იწვალა ბევრი. ბოლოს ვერ ვაკეთებ და ხვალ წავიღებთ თქვენ მანქანას სერვის-ცენტრში და იქ გააკეთებენო.
დილით დამირეკეს, უნდა წავიღოთ თქვენი მანქანაო. წაიღეთ მეთქი. ამ დღეს არ მოვიდნენ.
მეორე დღეს მოვიკითხე, სად ხართ მეთქი. გირეკავდნენ და ვერ დაგიკავშირდნენო. არადა არავის დაურეკავს და არც გამოტოვებული ზარის მესიჯი მომსვლია. კარგი ბატონო, მეთქი როდის მოხვალთ? დღეს მოვალთო.
არავინ მოვიდა

დღეს ვურეკავ საღამოს შვიდ საათზე და ავტომოპასუხე მეუბნება, ჯერ რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩემი საუბარი იწერება, მერე მეუბნება რომ სერვისცენტრი მუშაობს 21 საათამდე და ზარი ითიშება. ალბათ 7 საათი 21:00 საათზე მეტია

პატივცემულებო, კარგი ბატონო ნაწილი არ გქონდათ და ორი კვირა მაგას ველოდეთ. ორი დღე რით ვერ მოაგენით ბინას სადაც უკვე სამჯერ იყავით???
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ თუ რეკავთ და ვერ მიკავშირდებით, არ არის პრობლემა, სახლში ყოველთვის არის ვინმე და შეგიძლიათ დარეკვის გარეშე მობრძანდეთ. სარეცხ მანქანას გაგატანენ.