გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალის დაკონსერვებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ წყდება. ამ საკითხზე განმარტებები გააკეთეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თ.ს.უ. არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა- ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან სოციალურ ქსელებში და მედიაში მაინც ვრცელდება მოსაზრება, რომ კვლევები ფინანსების ამოწურვის გამო დაკონსერვდა. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა გაფრინდაშვილს დავუკავშორდით.
_ ბატონო პაატა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო, 21 აგვისტოდან, ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება. ეს სიმართლეა?
_ ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო ხდება ძეგლის კონსერვაცია, არის აბსურდი. ყველა ძეგლს სჭირდება კონსერვაცია და ეს არის მიღებული წესი. გრაკლიანის გორაზე ახლადაღმოჩენილი ძეგლი საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს, რადგან იქ არის ალიზი (თიხნარი), რომელსაც არ შეიძლება მოხვდეს ქარი, წვიმა. კლიმატის ცვალებადობაც დააზიანებს. პარალელურად, შესასწავლია გარშემო პერიმეტრი და ეს ყველაფერი ეტაპობრივად კეთდება. როგორც წესი , კეთდება საკონსერვაციო ფენა, რათა სრულ შესწავლამდე არ მოხდეს წარწერის დაზიანება. რაც შეეხება ფინანსებს, გრაკლიანის გორაზე ჩატარებულ სამუშაოებზე 430 000 ლარი უკვე დაიხარჯა. ამხელა დაფინანსება არცერთ არქეოლოგიურ ძეგლს არ აქვს. 2016 წლის სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მეცნიერული კვლევებისთვის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გათვალისწინებულია დამატებით 400 000 -ის გამოყოფა. ასეთ დროს უსახსრობაზე ლაპარაკი სასაცილოა. სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება დაგეგმილი ინფრსტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი.
_ სეზონსაც ხომ არ უკავშირდება ახლად აღმოჩენილ ძეგლზე კვლევების შეჩერება?
_ რა თქმა უნდა, სეზონიც მოქმედებს. ამიტომ არის საჭირო დაცვა გაზაფხულამდე, რომ არ დაზიანდეს. კეთდება შემინული გადახურვა და გამაგრებითი სამუშაოები. წლევანდელი სეზონი უკვე მიწურული იყო, როცა უეცრად ეს წარწერა აღმოჩნდა და ახლა საჭიროა მისი კონსერვაცია. მანამდე კი საპატრულო პოლიცია დაიცავს ძეგლს, რათა არ მოხდეს ვანდალური ფაქტები. არქეოლოგებმა აქ მუშაობა 2007 წელს დაიწყეს, როცა ამ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალი გაყავდათ. ჩვენი სააგენტო იყო ინიციატორი პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად, რომ გრაკლიანის გორაზე სამუშაოები დაწყებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი მთლიანად განადგურდებოდა. აქ უნდა გაკეთდეს გადახურვა, ტურისტული ბილიკები, სამუზეუმო სივრცე, სველი წერტილები, კაფე, პარკინგი, სრული ინფრასტრუქტურა. ძალიან დიდი პროექტია და სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს ხარჯავს. ექსპედიციას ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს, უნივერსიტეტის სტუდენტებიც არაჩვეულებრივ პრაქტიკას გადიან და ერთხელაც არ შეგვქმნია დაბრკოლება.
სულ 5 დიდი პროექტია ამჟამად საქართველოში, მათ შორისაა ვარძია, რომელიც ამდენი ხანია, შველას ითხოვს. აქ უკვე დაწყებულია კვლევითი და გამაგრებითი სამოშაოები. ხევსურეთში მუცოს ისტორიული დასახლება, სვანეთში ჩაჟაშის ისტორიული დასახლება, დადიანების კომპლექსი. ეს მრავალწლიანი პროექტებია, რომლებიც 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ხუთივე პროექტის დაფინანსება სახელმწიფოს ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით ხდება.
_ ახალ აღმოჩენაზეც გვითხარით რამე.
_ ამის შესახებ სჯობს, მეცნიერებმა ისაუბრონ. რაც შეეხება წარწერას, ის არის 2700 წლის წინანდელი. დამწერლობის გაშიფვრა ურთულესი საქმეა, არ არის გამორიცხული, უცხოელების მოწვევაც დაგვჭირდეს.
http://www.postalioni.com/2015/08/%E1%83%9...83%AE%E1%83%A1/
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...