ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთთან გარიგებულ საკითხებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში ამის შესახებ ვრცელ პოსტს ავრცელებს.
მძინარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ახლაც რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. „რეპორტიორი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ნაცები რუსეთის აგენტები არიან!
"ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობს და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს. ხელისუფლებაში ყოფნისას (და შემდგომაც) ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი მათი საქმიანობა აძლიერებს რუსეთის პოზიციებს საქართველოში და მთლიანად კავკასიაში.
რუსეთისთვის მომგებიანია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, რადგან საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ისინი დასავლურ ძალად მოიაზრებიან: მათი სახით რუსეთს ჰყავს აგენტურა, რომელიც ყველას ამერიკის აგენტურა ჰგონია, ხოლო შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ მათი აგენტები არიან და მათ დავალებებს ასრულებენ. ეს მდგომარეობა ხელსაყრელია რუსეთისთვის, რადგან ნაკლები ფინანსური რესურსით ახერხებს საკუთარი მიზნების მიღწევას.
კერძოდ, ხელისუფლებაში ყოფნისას ნაცაგენტურამ რუსეთს გადასცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენით და კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად გამოცხადებით, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებით. ამ პროვოკაციის მომზადებისას რუსეთის სპეცსამსახურები და მათი აგენტურა საქართველოში სინქრონულად მოქმედებდნენ და საბოლოოდ 2008 წელს რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო საქართველოს ორი რეგიონი.
გაიხსენეთ, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, ანუ ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმებიდან სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით ამოიღეს მე-6 პუნქტი, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსი მოგვიანებით უნდა გარკვეულიყო. სარკოზი დაჟინებით ითხოვდა სააკაშვილისგან, რომ არ ამოეღოს ეს პუნქტი, ამასვე ითხოვდა კონდოლიზა რაისი, მაგრამ სააკაშვილმა ბიძამისის - თემურ ალასანიას რჩევით ამოიღო მე-6 პუნქტი და რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი კვირის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
ომი იყო ცხინვალში, მაგრამ კოდორის ხეობაში არ ყოფილა საომარი მოქმედებები, თუმცა სააკაშვილმა და მისმა ხელსიუფლებამ კოდორის ხეობაში შეიტანა დიდძალი შეიარაღება, აგვისტოს ომის დროს კი ხეობის დაცლის ბრძანება გასცა, იქიდან გამოიყვანა ცოცხალი ძალა და შეიარაღება მთლიანად დაუტოვა რუსებს. კოდორი, რომელსაც 15 წლის მანძილზე იცავდნენ ქართველი პატრიოტები, წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარეს მტერს. სწორედ ამ გზით იგეგმებოდა აფხაზეთის ჩაბარება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას სააკაშვილმა და მისმა გუნდმა რუსეთს გადასცა საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგოობიექტები.
ამიტომაც, რუსეთი ცდილობს თავისი აგენტურის გადარჩენას და შენარჩუნებას, რადგან მათ გამოყენებს გეგმავს როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან, სადაც საკუთარი გავლენის დასაბრუნებლად იბრძვის. კერძოდ, უკრაინაში, სადაც გადასხეს დესანტი სააკაშვილის და მისი გუნდის სახით.
ამჯერადაც რუსეთი არაფერს კარგავს, რადგან ამერიკელებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ვაშინგტონის მითითებებს უხმოდ ასრულებს. სინამდვილეში კი სააკაშვილის მონაწილეობა უკრაინაში განვითარებულ პროცესებში რუსეთის სამსახურია და მეტი არაფერი.
ამ ბოლო დროს ცხინვალის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციაც რუსეთის და ნაცების ერთობლივი გეგმის ნაწილია. თუ დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ნაცები და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია უწევენ ორგანიზებას პროვოკაციულ აქციებს, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო რთულდება რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობა.
რეგიონში ვითარების დაძაბვა აიძულებს მოსახლეობას, მიატოვონ სახლ-კარი, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ჩართვა ამ პროვოკაციაში კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენს პროცესს. რუსეთს კი ხელს აძლევს საქართველოს ხელისუფლების დასუსტება საერთაშორისო არენაზე და ნდობის დაკარგვა საქართველოს მოსახლეობაში, რადგან საქართველოს სხვა გზა აღარ ექნება, გარდა იმისა, რომ აღიაროს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ანდა დათანხმდეს რუსეთს მისთვის მომგებიან შემოთავაზებაზე - ქვეყანამ კურსი აიღოს ევრაზიული კავშირისკენ.
ასეთ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოჩინდებიან, როგორც რუსეთთან მებრძოლები, სინამდვილეში კი ისინი რუსეთის სამსახურში დგანან.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ამის თაობაზე არაერთხელ უსაუბრიათ "ობიექტივში", ასევე სხვა სტუმრებიც აღნიშნავდნენ ნაცების და მისი სატელიტების ორსახოვნების შესახებ, და ახლაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის და დასავლური ღირებულებების, ამერიკის და ევროპის დისკრედიტაციას ახდენენ საქართველოში, როდესაც თავგამოდებულები იცავენ ქართული მენტალიტეტისთვის აბსოლუტურად მიუღებელ გეიპარადებსა თუ ერთსქესიანთა ქორწინებას და ამას ლიბერალიზმით ამართლებენ.
დისკრედიტაციას ახდენენ, რადგან ვინც დასავლური ცხოვრების წესს იცნობს, კარგად იცის, რომ იქ ნამდვილად არ არის პოპულარული გეიქორწინებები და არც თავს ახვევენ საზოგადოებას, ხოლო ტელეეთერში ამ კატეგორიის ადამიანების მიწვევა ე.წ. თოქ-შოუებში სრულიად გამორიცხულია.
ამერიკული და ევროპული ფონდები აფინანსებენ ნაცების არასამთავრობოებს, ისინი კი, რეალური დასავლური ღირებულებების ნაცვლად, ეწევიან არაჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ამით რუსეთის საქმეს აკეთებენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დასავლეთი - ამერიკაც და ევროპაც - ასოცირდება ამ ცხოვრებასთან და არა ტრადიციულ ღირებულებებთან, რომელიც აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას.
რუსეთისთვის მომგებიანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ერთმანეთს შეადაროს ქართული ცხოვრების წესი და ეს ე.წ. დასავლურ-ლიბერალური ცხოვრების წესი, რომელსაც სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს დასავლეთთან და დასკვნაც ამის მიხედვით გამოიტანოს: დასავლეთი მხოლოდ სიბინძურეა და ამიტომ მიუღებელია! ვითომ ამერიკის და ევროპის მეხოტბეები არიან, სინამდვილეში და ისეთ პროპაგანდას ეწევიან, რომ ამერიკასაც აზიზღებენ ხალხს და ევროპასაც.
ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, რუსეთი მოგებული რჩება, რადგან ქართველებისთვის სრულიად მიუღებელია ასეთი დასავლეთი. რა ალტერნატივა არსებობს? დიახ, რუსეთი!
ამიტომ აკეთებენ ნაცებიც და მისი არასამთავრობოებიც რუსეთის საქმეს: ჯერ საქართველოს ეკონომიკა და ენერგეტიკა - სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს, შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალი აჩუქეს, მალე კი, თუ საშუალება მიეცათ, მთელ საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქცევენ. თან ამას ისე გააკეთებენ, თითქოს რუსეთის დაუძინებელი მტრები არიან.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ნაცების და მისი არასამთავრობოების მიზანი: ისინი ცდილობენ რუსეთუმეს იარლიყი მიაკერონ ნებისმიერს, ვინც ხელს უშლის ამ მიზნების განხორცილებაში. სინამდვილეში კი თვითონ არიან რუსეთის ყველაზე დიდი აგენტები და საქართველოს მტრები.
განსაკუთრებით ებრძვიან "ობიექტივს", რადგან 2012 წელს სწორედ "ობიექტივმა" და "წინააღმდეგობის მოძრაობამ" გამოჰგლიჯა მათ ძალაუფლება. სწორედ ჩვენ დავამხეთ სააკაშვილის ხელისუფლება და ეს რუსეთის აგენტები კაბინეტებიდან გამოვყარეთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება კი დღემდე არ აღიარებენ ამ სიმართლეს.
საქართველოს სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან "ნაციონალური მოძრაობის" რეალური მიზნების შესახებ, მაგრამ ვერაფერს ან არაფერს აკეთებენ.
ამიტომ ისევ ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე დაწყებულ საქმეს და "ნაციონალური მოძრაობა", ისევე, როგორც მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საბოლოოდ დასამარდებიან. მთელ ქვეყანას გავაგებინებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის ნიღაბს ამოფარებულები რეალურად რუსეთის საქმეს აკეთებენ და საქართველოს კვლავ რუსეთის იმპერიაში დასაბრუნებლად წირავენ.
კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება იოლი საქმე, მაგრამ გვჯერა, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ჩვენი სამშობლოს თავისუფლება ჰქვია!
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=7259...HYA4Us.facebookსწორი ანალიზი არის

სათაური მომეწონა, არ წამიკითხავს
This post has been edited by vefxvi on 23 Jul 2015, 11:30