აი, ეს არის დოლარი/ლარის გრაფიკი. საკმაოდ საშიშ ზღვარს ვუახლოვდებით, ეს არის ლარის ისტორიული მინიმუმი. თუ ეს დონე გადაილახა, ლარი გააგრძელებს კიდევ უფრო ვარდნას, არ არის გამორიცხული პანიკაც ბაზარზე. იმედია ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ფასი ამ დონის ზემოთ არ ავიდეს.
მაგრამ ყველაზე საინტერესოა ერთი რამ, რამ გამოიწვია ლარის ასეთი ვარდნა. მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი რომ ვალუტების მოძრაობაზე ფუნდამენტალური ფაქტორები ნამდვილად ახდენენ გავლენას, მაგრამ მათი მნიშვნელობა ხანდახან ზედმეტად გაზვიადებულია ხოლმე.
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ტექნიკურ ანალიზში, ის იტყვის, რომ მოყოლებული 2011 წლის გაზაფხულიდან და 2013 წლის შემოდგომამდე, სავალუტო ბაზარზე მოქმედმა მსხვილმა მოთამაშემ დაიწყო დოლარების დიდი რაოდენობით შესყიდვა, მაშინ, როდესაც კურსი მერყეობდა 1.60 - 1.70 ფარგლებში. შედეგად ორი წლის თავზე მას დაუგროვდა საკმარისი რაოდენობის დოლარები და მის ინტერესში იყო უკვე, ის რომ ლარის კურსი დავარდნილიყო. ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა გამოიყენეს უბრალოდ საბაბად, როგორც ეს ხდება ხოლმე და ლარმა დაიწყო ვარდნა. შედეგად მსხვილმა მოთამაშემ დოლარი ძვირად მიყიდა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, ანუ ჩვენ ყველას.
ეხლა წესით, მას უკვე აღარ უნდა აწყობდეს ლარის უფრო მეტად გაუფასურება და ლარმა ნელა-ნელა გამყარება უნდა დაიწყოს. უახლოეს პერიოდში წესით 2,25 უნდა ჩამოვიდეს და უკვე შემდეგი წლის განმავლობაში 1,90-ზე უნდა გაჩერდეს.
ეხლა ასეთი კითხვა მაქვს: ვინ არის ბაზრის ის მსხვილი მოთამაშე, ვისაც სავალუტო ბაზარზე მსგავსი ოპერაციის ჩატარება შეუძლია?

იმედია, ჩემი პროგნოზი გამართლდება
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)