libero
პირველი კაცი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11348
წევრი No.: 7815
რეგისტრ.: 22-December 04
|
#45504403 · 25 Aug 2015, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირვერ რიგში მინდა მოდერებს უდიდესი ბოდიში გმოვუხადო და ვთხოვო ამ თემის ერთი ღამით არსებობა. გმადლობთ.
კახეთი. 97 წელი. 7 წლის ბექა.
უფულობის, უპურობის, ერთი სიტყვით უსახსრობისა და რავიცი, რის პედიოდი აღარ არი. სეფსისის ცენტრში ვწევარ, მუწუკები მქონდა თავზე. როგორ გითხრათ, სადღაც მალენკოი ჭიქის ძირის ხელა მეჯდა. დედა ასანთის ღერებით მარიდებდა ხოლმე. ეს ამბავი კი ასე დაიწყო: დილაა ვიღვიძებ და თხილის გატეხვა მომინდა. იქვე, ტუალეტთან ახლოს კაი ტყიურა თხილი მედგა. ავდექი, ავიღე ქვა და დავიწყე ამ თხილის მტვრევა. დავიღალე ჩაკუზულზე მტვრევით და საფარიდან, რომელიც ორიოდე მეტრაში იყო, ბრტყელი ქვა ავიღე და გამოვაგორე. ამ ქვას მწნილის ბოჭკაზე დასაფარებლად ვხმარობდით ხოლმე. მივაგდე თხილიძირას. დავჯექი და გავაგრძელე საქმე. როგორც სჩანს შემაცია და ასე მოვხვდი 8 დღით სეფსისის ცენტრში. ერთი სიტყვით გადავრჩი, თუმცა იმ ადგილას სადაც მუწუკები მქონდა, თმები ახლაც არ მაქვს ამოსული. თითოოროლა. სხვათაშორის, ჩემს ძმასაც ჰქონდა ამოსული მუწუკები იმავე ადგილას და ზუსტად იმხელა, რამხეკაც მე, მარა იმას ბებიაჩემი ჟუჟუნას შარდს უდმევდნენ და გაუქრა. თმებიც ხოშიანად ამოუვიდა და დღემდე ბებოს შარდის მადლიერია. სამწუხაროდ მე არც ბებოს ყვითელმა მიშველა და არც სიდა პაპიდას გამოწერილმა წამლებმა. მე გამირთულდა. საერთოდ მე ყველაფერი რთულად ვიცოდი ხოლმე. თბილისში რო გამაქციეს, დამაწვინეს სეფსისის ცენტში და ასე 8 დღე დამჭირდა იმისთვის, რომ გამომეგნო და ჩვეულ, ლაღ ბავშვობას დავბრუნებოდი. სეფსისის ცენტში გატერებული დღეები ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. იმიტომ კი არა რო ცუდად ვიყავი, არა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი სახლიკაცი, ჩემი სისიხლი და ხორცი, ძმა, ძმა მენატრებოდა სიგიჟემდე. პაპა და ბებო ხომ მენატრებოდა, მარა ჩემი ძმა სულ სხვანაირად. მისი მონატრება, ოსურივით დამივლიდა ტანში და მაკანკალებდა ხოლმე. ის რვა დღე და ღამე ტირილში და მწუხარებაში გავატარე. გამოწერის დღეს კი ოთახიდან-ოთახში დავრბოდი და ვყვიროდი, 1სული მქონდა ძმას როდის ვნახავდი...
შინ მისვლა.
შევქანდი თუ არა, - ზაზა! - რაღაცა უბედურათ ვიყვირე. ამ ყვირილზე ჟუჟუნა გამოქანდა საღორედან, რომელიც ასე 50 მეტრაში იქნება ჩემი სახლის მთავარი შესასვლელიდან. როგორც ჩანს იცნო ჩემი ხმა და შვილოო დამიძახა. გადავეხვიე თუ არა ბაბოს, თან ზაზა ვიკითხე. ბაბომ პაპაშენს ქვევითა ვენახში გაყვაო. დავაწექ ვენახში. გავრბივარ, თან ვტირი. აბა როგორია, 8 დღე დედმამიშვილი რო არ გყავს ნანახი, თანაც, ჩვენ სულ სხვანაირი ძმობა და სიყვარული გვქონდა...
შეხვედრა.
ჩემი სახლიდან ქვევითა ვენახამდე დაახლოებით იმხელა მანძილია, რამხელაც რუსაველის მეტროდან ქაშუეთამდე.
გავცდი თუ არა ქანცგამოცლილი, ნამტირალევი და ძმის სიტყვარულით გაგიჟებული უბიცას პავაროტს, იქიდან უკვე ხელის გულივითა ჩანს ჩემი ვენახი და ვხედავ, რომ პაპაჩემი პაპიროსით ხელში ბასეინზე, ხოლო ჩემი ძმა კაკლის ტოტზე ჩამომჯდარიყო და ფეხებს აქნევდა. ძმისა და პაპის დანახვისას გული ამიჩქარდა, კიდე უფრო ამეტირა და ღვიარება გამდიოდა. ვიცოდი, ზაზას რომ ჩავეხუტებოდი, ის უკვე სამუდამო იქნებოდა და ხელს აღარ გავუშვებდით ერთმსნეთს.. ვენახის კარებთან მივედი თუ არა, ვიყვირე რაც ძალა და ღონე მქონდა: - ზაზა!!!!!!!!!!!!! - და ხელებგაშლილი გავექანა მისკენ. - ბექა!!! -დაიყვირა, იფრინა კაკლის ტოტიდან და გამოქანდა ჩემსკენ. - ვახ, შე შობელძაღო შენა! - იყვირა პაპამაც. გადავეხვიეთ სამივე ერთმანეთს. მიყვარხარ ბექა, მიყვარხარ ძმაო - ღრიალებდა ზაზა. -მეც, მეც ძმაო- ვღრიალებდი მეც. პაპა ორივეს გვეხუტებოდა. - შე მამაძაღლო, როგორ მამანატრე თავი - მითხრა ცრემლმორეულმა პაპამ.
მერე მე და ზაზა ხელგადახვეულები წავედი სახლში.
ეხლა რაზე მოვიგონე ეს ამბავი: წეღან დამირეკა და მითხრა: ბექა ძმაო, სუფრაზე ვარ და შემი სადღეგძელოაო...
პ.ს. სათაური შემეშალა. სხვა მინდოდა, თუმცს ეგ არაფერი.
და კიდევ, მოყევით თქვენც.
This post has been edited by libero on 25 Aug 2015, 23:17
--------------------
ისე ელიტა გვყავს მართლა ლეგენდალური–ტრაკს რომ ხედავენ ეგრევე თავით მიდიან © U-33
ქოცნების გამოჩენის შემდეგ გავხდი ნაცმხარდამჭერი © rusa1960 ნაციონალობა დასამალი არ არის. ეს საამაყოა © armagedonidze რამდენი მე ნაცები მიკრიტიკებია ამ ფორუმზე © maxo111 არასოდეს გამიმართლებია ნაცები © sulo
|