25-26 აგვისტოს 12:00-დან 18:00-მდე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ჩატარდება კასტინგი.
კინოკომპანია "ახალი ქართული ფილმი" ეძებს მსახიობებს მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში ეპიზოდური როლებისა და მასიური სცენებისთვის.
განხილული იქნება ყველა ასაკის ადამიანის კატეგორია: ბავშვები 5 წლიდან, ახალგაზრდები, ზრდასრულები და მოხუცები.
ფილმის გადაღებები იგეგმება ქალაქ რუსთავში, 1-დან 8 სექტემბრამდე.
სამშაბათს გელით ყველას რუსთავის დრამატულ თეატრში თქვენს მშობლებთან, შვილებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად

)
გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე :
+995 558 41 64 68 ანი
+995 598 177 600 თეკლა