#45423243 · 15 Aug 2015, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას, მაქვს შემდგომი სიტუაცია: იჯარით ავიღე მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მსურს ჯიხურის დადგმა, ანუ მსუბუკი გადასატანი კონსტრუქციის. გავაკეთე ფოტომონტაჯი, საკადასტრო, მოკლედ ყველაფერი რასაც ითხოვს მერია. პასუხად კი შემდგომი რამ მომივიდა: იმ ადგილზე სადაც მე მსურს ჯიხურის დადგმა, მოქმედებს აკრძალვა ჯიხურის დადგმაზე. და გამომიგზავნეს პეინთში დახატული საეჭვო რუკა. რის საფუძველზედაც უარი მეთქვა.
რაც შეეხება ადგილს. ეს არის სამრეწველო ზონა, რომელიც მდებარეობს გურამიშვილის გამზირზე, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ. არავითარი იერსახე ამ ჯიხურით არ ფუჭდება, არ არსებობს არავითარი შემაფერხებელი გარემოება, იქნება ეს ისტორიული შენობა, ან გზაჟვარედინი, ან ფეხით მოსიარულეთა ადგილი, თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ჯიხური იდგმევა ჩემს კუთვნის მიწაზე. და მერია მიკრძალავს საეჭვო განმარტებით.
რა შეიძლება გავაკეთო ამ სიტუაციაში?
|