პირველ რიგში მოგესალმებით ყველას

მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ კომპიუტერზე გავაკეთე აფდეითები, რის შემდეგაც ავტომატურად გადავედი ახალ სისტემაზე (Windows 7-დან Windows 10-ზე). მინდა ვთქვა რომ ძალიან მომეწონა და ადვილადაც მოვერგე ახალ სისტემას, ამასთან ერთად ძალიან სწრაფიც არის და ჩემი კომუნისტების დროინდელი კომპიუტერი ცოტა გამოცოცხლდასავით, მაგრამ ყოველივე კარგთან ერთად ახალი ჭირი შეეყარა კომპიუტერს..
პრობლემა კი მდგომარეობს შემდეგში: ჩართვის დროს კომპიუტერი უპრობლემოდ ირთვება სულ რამოდენიმე წამში, არც შემდეგ მაქვს რაიმე პრობლემა, მაგრამ როდესაც უკვე კომპიუტერის გამორთვასთან მიდის საქმე, მერე უკვე თავს იჩენს ერთი პრობლემა. როცა კომპიუტერს ვთიშავ სტარტ მენიუდან "Shut down" ღილაკით და როცა პროცესორიც და მონიტორიც გამოირთვება 2 წამში თავისით ავტომატურად იწყებს კომპიუტერის ჩართვას.
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. იმედია ხართ ვინმე ისეთი ვინც მეტყვით რაში მდგომარეობს პრობლემა და ამ ყოველივეს მოგვარებაშიც დამეხმარებით.