ფორუმელებო, ვინმე თუ ყოფილხართ ესპანეთში სასწავლებლად, რა სბაუთები მიიტანეთ სტამბულში და რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ უარს გეტყვიან, როდესაც ცოლ-ქმარს გინდატ წასვლა
* * *
როგორც პირადად მე გავარკვიე საელჩოში დარეკვით, კრიმინალური ცნობის დამოწმებაა საჭირო აპოსტილით + ესპანური თარგმანი, ჯანმრთელობის ცნობა - ზუსტად არ ვიცი როგორი და იქნებ დამეხმაროთ, მაგის თარგმანი და აპოსტილით დამოწმება, თუ ცოლ-ქმარი მიდიხართ ქორწინების მოწმობის თარგმანი და აპოსტილი. სხვა საბუთებს დამოწმება არ ჭირდება. ერთი გვერდის თარგმნა და დამომწება 60-63 ლარი ჯდება. კიდევ დაგჭირდებათ ერთ წლიანი დაზღვევა, მე იმედიალში გავაკეთე (დღე -1ლარი). სასწავლებლიდან მოწვევა + საბუთი რომ ბინით უზრუნველგყოფენ (ასეტის შემთხვევაში), თუ არადა მისამართი და ცნობა სად უნდა იცხოვროთ. სამსახურის ცნობა თუ მუშაობთ (ბანკის ამონაწერი ერთი წლის), თუ სტუდენტი ხარ - მეურვე უნდა იყოს მშობელი ან ახლო ნათესავი და დაწეროს წერილი რომ ფინანსურად უზრუნველგყოფს სანამ ესპანეთში იქნები, ნათესვური კავშირის დამადასტურებელი ცნობა და ამ ადამიანის სამსახურის ცნობა+ბანკის ამონაწერი+წერილი. პასპორტის ყველა გვერდის ასლი. ვიზის ღირებულება 165 ლირა დაახლოებით. ANKARA.VISA.ES ამ საიტზეა სრული ინფორმაცია. გასაუბრბეის დანიშვნა ხდება ტელეფონით. ჯერ თურქულად საუბრობენ, მერე ესპანურად, ბოლოს ინგლისურად. ბილეთის ჯავშანი და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თან გარანტია არაა რომ აგირტყავენ

მოკლედ მე ძალიან ვნერვიულობ მოგვცემენ თუ არა ვიზას. ვინმე სთუ გაქვთ ასეთი გამოდილება გამომეხმაურეთ.