როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ? 
ლარის კურსის ვარდნამ, გამოიწვია ქვეყნნის მოსახლეობის გაღარიბება, მათ გაუძვირდათ სესხები, გაუქვირდათ საქონელი და მომსახურება, მაგრამ არ მოემატათ შემოსავალი. ეს ნიშნავს რომ გაღარიბდა მოსახლეობა. შემცირდა (არა იდენად რამდენადაც საჭირო იყოს) ქვეყნის ბიუჯეტი, შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები, შემცირდა სავალუტო რეზერვები, შემცირდა ინვესტორების ნდობა და ა.შ.
ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდა და ის (ლარი) ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. ამ პირობებში მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა უკეთესობისკენ, არის სრული სისულელე. 
უნდა ველოდოთ პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების ზრდას, რაც გამოიწვევს ბიზნესების ნაწილის გაკოტრებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას, ეკონომიკის ვარდნას, მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას ! 
ამ ფონზე ხელისუფლების ქცევა - ხარჯებს არ შევამცირებთ - რბილად რომ ვთქვათ სიბეცეა ! 
ვერ ამბობენ უარს პრემიებზე, ვერ ამბობენ უარს პოპულიზმზე (ყურძენი გავასაღოთ ბიუჯეტის ხარჯზე).
აი ბიზნესის აქტივობით უკმაყოფილების გამოხატვა კი ძალიან საინტერესოა, არასტაბილურ გარემოში ბიზნესი ვერ იქნება აქტიური. ამავე დროს ხელისუფლება უარს აცხადებს მსხვილი პროექტების განხორციელებაზე, იმასაც კი რაც უკვე დაწყებულია წინა ხელისუფლების დროს, არ აგრძელებს ცოცხალი თავით. 
ეს უკვე სიჯიუტე კი არა, შეგნებული მავნებლობაა შეიძლება ითქვას !
რაც შეეხება დადებითს: დადებითი ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი ხდება და ეს პირველ რიგში და უმეტესწილად ხელისუფლების ბრალია ! 
შესაბამისად სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადადგეს ! 
რამდენი ადამიანი პოსტავს ფორუმზე, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის შემადგენლობის უდიდესი ნაწილის პარლა,ემტარად ყოფნა, ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის შეურაცხყოფა და დაცინვაა ! და ეს ნამდვილად ასეა !
მგონი თუ ყველა არა, დიდი უმრავლესობა ამ ფორუმზეც თანხმდება, რომ პარლამენტს დაკარგული აქვს ხალხის ნდობა ! 
აქედან გამომდინარე და ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, არის ვადამდელი არჩევნები !  
