#45505911 · 26 Aug 2015, 04:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო ასეთი მოსაზრება, თუ დასვამდნენ რამდენიმე ათას მაიმუნს კლავიატურასთან და აბეჭდინებდნენ რომელიმე მაინც დაწერდა რაღაც აზრიანს მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლა, მაიმუნებმა ისწავლეს გინება, დაიყვნენ ჯგუფებად და ეხლაც აგინებენ ერთმანეთს 24/7 ზე
მაგრამ ფაქტია რომ რამდენიმე ათასმა, მოდი რეალურად შევხედოთ და დღევანდელი გადმოსახედიდან არცთუ ისე განვითარებულმა ადამიანმა მათრახის და დისციპლინის ქვეშ, მარიხუანის ლეგალიზაციის და ინტერნეტის გარეშე ააშენა პირამიდები, რომლებიც დღესაც კი გასაკვირია და მისი ცალკეული შტრიხები შეუძლებელიც კი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
იმის თქმა მინდა მეგობრებო რომ თუ როდესმე მოვედი ხელისუფლებაში მე თქვენ მოგაშორებთ კლავიატურებს და აგაშენებინებთ პირამიდებს, მსოფლიოს საოცრებებს და თქვენ ისტორიაში იმაზე გაცილებით დიდხანს დარჩებით ვიდრე თქვენს პოსტებს უწერია შენახვა ტიმის სერვერზე.
|