ქვემო ქართლის გუბერნიის მანქანები, რომელიც ნაცმოძრაობამ 300 000 შეაფასა, 70 ათასის აღმოჩნდა
ცისანა შერგილაშვილი
20:12 | 27 აგვისტო, 2015
"ქალაქ რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბიუჯეტის თანხებით ახალი ავტომობილები შეიძინეს". ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ადგილობრივი ბიუჯეტით შეიძინეს ავტომობილები – volkswagen phaeton (რუსთავის მერი) და toyota landcruiser 200 (ქვემო ქართლის გუბერნატორი), რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 300 ათასამდე ლარს შეადგენს.
"აიპრესი" დაინტერესდა, ნამდვილად შეიძინა თუ არა რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა აღნიშნული მარკის და მოდელის მანქანები და რა დაუჯდა ის ბიუჯეტს. ქვემო ქართლის გუბერნიიდან გამოვითხოვეთ ანგარიშფაქტურა და შეძენილი მანქანის ფოტოები.
მოწოდებული ანგარიშფაქტურის მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გუბერნატორის მანქანისთვის გადაიხადა 70 374 ლარი, აქედან 58 030 ლარი შპს "დაზღვევის კომპანია ქართუმ" აანაზღაურა. გამოდის, რომ გუბერნატორის მანქანა 12 344 ლარი დაჯდა, თუმცა როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანეიშვილი აცხადებს, დაზღვევას კიდევ გადასახდელი აქვს მათთვის თანხა. გუბერნატორის თქმით, ავტომობილების მოდელებზეც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა."ეს ინფორმაცია ნაციონალების ხელწერაა და არ შეესაბამება სიმართლეს. სრული სიცრუეა! ან მანქანებში ვერ ერკვევიან, ან არაადეკვატურები არიან. ცრუპენტელები არიან! მთელი საქართველოს წინაშე დამნაშავეები, მათი დამხმარენი ავრცელებენ ჭორებს. ჯერ ერთი გუბერნიას არ აქვს მანქანის შესაძენი თანხები. ღიად ვმუშაობთ, აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ. კი არ ვიმალებით კაბინეტებში. მოვიდნენ და ნახონ, რა მანქანებიც გვყავს. ეგენი არიან ზღვარგადასული, ამაზრზენი ხალხი! ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, რაც მაგათ თქვეს, სრული სიცრუეა! მაგათ გააქტიურებას ვუკავშირებ იმას, რომ მაგათ წინააღმდეგ დაიძრება ხალხი. ისეთი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, რომ ამისთვის მოეკითხებათ. სამართლიანობის აღდგენა იწყება და გააქტიურდნენ.
ჩვენ ვერ შევიძენდით ვერანაირ მანქანას, იმიტომ რომ თანხა არ გაგვაჩნია. ჯერ ერთი, მანქანა შეიძინა სადაზღვევო კომპანიამ. ჩაგვინაცვლა დამტვრეულ მანქანაში. დაზღვეული მანქანა ჩვენი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ნაციონალების ნაყიდი მანქანა გვყავდა „ფოლკსვაგენ ტუარეგი“. 2011 წელს იყო ნაყიდი. ახალი მანქანა კირკიტაძემ იყიდა 84 ათას ევროდ. ამ 5 წლის მანქანით დავდიოდი, რომელიც მოყვა ავარიაში და სხვა ადამიანების ბრალეულობა დადგინდა. ამის გამო სადაზღვეო კომპანიამ აგვინაზღაურა თანხა და ჩანაცვლებით შეგვიძინა ყველაზე უფრო იაფფასიანი მანქანა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი კომფორტი. როგორ ამბობენ, თითქოს „ტოიოტა 200“ შევიძინეთ? იმაზე 5-ჯერ იაფი ღირს. ესეც „ტოიოტაა", ოღონდ 76-ე მოდელი. 27 500 დოლარი დაჯდა. დაზღვევამ შეგვიძინა, ამაში ბიუჯეტის თანხები არ დახარჯულა" - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა..
პაატა ხიზანეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც რუსთავის მერის მიერ შეძენილი მანქანის მოდელიც არ შეესაბამება „ნაციონალების“ მიერ დასახელებულ მოდელს.
"ბოლო 3 წელია, რუსთავის მერიაში ძველი მანქანებით დადიან. არც მერს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰყავს მანქანა. მათი ავტომობილებიც ჩანაცვლდა ყველაზე იაფფასიანი მანქანებით. ჩვეულებრივი „ფოლკსვაგენ პასატი“ შეიძინა და არა volkswagen phaeton. phaeton საქართველოში საერთოდ გაყიდვაშიც არ არის. ეს ლიმუზინად ითვლება და მართლა უძვირესი მანქანაა. რაც რუსთავის მერმა შეიძინა, არ იქნება 24 ათას დოლარზე მეტი. ანუ ორივეს მანქანის ფასი 60 ათას არ აღემატება. თან სადაზღვეომ გადაიხადა 27 ათას დოლარზე მეტი. სადაზღვეოს ვალი დარჩა და კიდევ უნდა დაგვიბრუნოს თანხა. ასე რომ შეიძლება მოგებაშიც წავიდეთ. 27 500 დოლარი უკვე გადმოირიცხა", - გვითხრა პაატა ხიზანეიშვილმა.
გამოდის, რომ თუ რუსთავის მერის მანქანა 24 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით, 56 400 ლარამდე დაჯდა, ხოლო გუბერნატორის 70 374 ლარი, საიდანაც 58 030 ლარი დაზღვევამ აანაზღაურა და კიდევ უნდა აანაზღაუროს, გამოდის. რომ ორივე მანქანაში 70 ათას ლარზე მეტი არ დახარჯულა. ეს რიცხვი კი 4 ჯერ ჩამორჩება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დასახელებულ თანხას 300 ათას ლარს. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქ რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ავტომობილებზე გაავრცელა ინფორმაცია.
„დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და მე-8 პუნქტში ვკითხულობთ – აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომელის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს. ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. ერთი ხელით ისინი ხელს აწერენ მსგავს დოკუმენტებს და გვეუბნებიან, რომ ქამრებს შემოიჭერენ, მეორე ხელით კი ზუსტად ქამრებს იჭერენ ასეთ ავტომობილებში. ხელისუფლების არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებისაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც. მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია.
"იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
ქვემო ქართლის გუბერნიამ „აიპრესს“ მიაწოდა დოკუმენტები, რომელი ავტომობილიც შეიძინა. ასევე ანგარიშფაქტურა, თუ რა დაჯდა „ტოიოტაა 76". მოწოდებული ანგარიშფაქტურიდან ირკვევა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა გუბერნატორის მანქანისთვის 70 374 ლარი გადაიხადა.საბუთებს თან ერთვის დაზღვევის მიერ გადახდილი თანხაც.
http://www.ipress.ge/new/12069-qvemo-qartl...asis-aghmochndaესა ხართ სულ.
ძიშოვი პროვოკატორები ... ხთფუი...
This post has been edited by kvacaraxa on 28 Aug 2015, 14:04
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...