#45578192 · 3 Sep 2015, 15:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზღარბიბი
QUOTE | 1993-ის ამბავი მაინც და მაინც 2015-ში რატომ გაახსენდათ? |
საიდანღაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ მერიის მიერ დაფინანსებული საინჟინრო ექსპერტიზა დასრულდა და #629 კოოპერატივის ორივე კორპუსი ექვემდებარება დემონტაჟს და ხელახალ პროექტირებას, მერე აშენებას...
ჰოდა, ვიღაცამ შეაგულიანა #948 კოპერატივის ხახლი, შეგიძლიათ შეეტენოთ მაგ ამბავში და თქვენც რამეს გამოჰკრათ ხელიო...
ჰოდა, შეცვივდნენ და იმას ვეღარ ტვინავენ, რომ თვითონ ხომ ჩემს სიქიმბალს მიიღებენ, სანამ მათი რიგი არ მოვა, მაგრამ #639 კოოპერატივის საქმესაც ამუხრუჭებენ, რადგანაც შესახლებული ნანგრევების დემონტაჟი შეუძლებელი იქნება...
გარდა ამისა, ახლა სასამართლოში შევა მოთხოვნა ტერიტორიის დაცლისა და სულ ისეთივე ცეკვა-თამაშით გამოაბუნძულებენ იქიდან, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა ამ შენობის ისტორიაში... და ვინძლო, კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც დაეკისროთ, რადგანაც მიწა, რომელზეც დგას ეგ დაუმთავრებელი შენობა, კოოპერატივის საკუთრებაა, ისევე როგორც შენობა, ხოლო სხვისი საკუთრების ხელყოფა, დადასტურებული სასამართლოს მიერ, დასჯადია ფრიად...
ადრე თუ არ იყო სასამართლოს დადგენილება გამოსასახლებლად, პასუხისმგებლობასაც არ აკისრებდნენ შეცვენილებს...
მოკლედ, მერიაში დიდი განუკითხაობა და მამაძაღლობა ჰყვავის - ვიღაცამ სავარაუდოდ, ქრთამის გულიზა წააქეზა ტუტუცი ხალხი და იმათაც ბასტილია აიღეს, ბებიმაგათისამ...
kikucha
QUOTE | სასამართლო არსებობს და სასამართლოში არკვიეთ პატრულს რას თხოვ საქმის გარჩევას) |
ეგ ახალი წესის მიხედვით, რომლის გარტყმაშიც ბევრი არაა - ტრადიციულად, პატრული აგვარებდა ხოლმე მაგ პრობლემას...
kactus
QUOTE | 1989წლიდან შენდება და ჯერ არ აუშენებიათ? |
1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მთელი სამშენებლო სიმძლავრეები დასავლეთში გადაისროლეს...
მერე იყო მხედრიონი...
მერე იყო მოქკავშირი...
მერე იყო ნაცმოძი...
ახლა ხადურია...
|