ღორები კვლავ ჩვეულ ფორმაში არიან
NATO-ს პროვოკაცია და დესტაბილიზაციის საფრთხე - რუსეთი ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნას აფასებს
21:26 2015-08-27
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
”საქართველოში NATO-სთან ერთობლივი მომზადებისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ბაზაზე ოპერატიულობის გასაზრდელად სწავლებები და წვრთნები ჩატარდება. ჩვენ ამ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც გეოპოლიტიური გავლენის გაფართოებისთვის პარტნიორი ქვეყნების რესურსების მოზიდვას გულისხმობს.”- განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით ამ ტიპის ობიექტის საქართველოში განთავსება, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი იქნება.
http://newpost.ge/?l=G&id=85074-%E1%83%A1%...%83%A2%E1%83%9D
This post has been edited by The13thFloor on 27 Aug 2015, 21:41