საუბარია ახალი ტიპის ელექტროქსელებზე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ელექტროენერგიის გამყიდველი გახდეს. მაგალითად, თქვენ სახლში გიყენიათ მზის პანელები და გარკვეულ პერიოდში გამოიმუშავებთ უფრო მეტ დენს, ვიდრე ხარჯავთ. შესაბამისად შეგიძლიათ ზედმეტი დენი მიყიდოთ თელასს და ის აქეთ ფულს გადაგიხდით. ანუ ხდება ენერგოგენერაციის დეცენტრალიზაცია. ამას სჭირდება ახალი საკანონმდებლო ბაზა და არსებული ქსელების ტექნიკური მოდერნიზაცია. ეს ფანტასტიკა არ არის, ეს რეალურად ვითარდება უცხოეთში. მგონი საქართველოშიც უნდა დაინერგოს.
http://secretmag.ru/articles/2015/08/27/kalinko/?gh