გამარჯობათ მეგობრებო!
რამდენიმე დღის წინ ვიყიდე 2004 წლიანი, 3.0 X5, ნორმალურია ყველანაირად მაგრამ მაქვს რამდენიმე კითხვა.
1) ადგილიდან დაძვრისას უკნიდან მოდის "დრაჟენია", არა შემაწუხებელი მაგრამ შესამჩნევი, ქრება 30 კმ/სთ სიჩქარეზე და მერე არცერთ მომენტში აღარ აქვს. ვფიქრობ კარდანი? უკანა ხიდი?
2) აჩაქარებისას ვერ ვაკონტროლებ გაზს, გამოუცდელი ნამდვილად არ ვარ და არც პირველი BMW არააა, მაგრამ აი რა სჭირს - რო დააჭერ თითქოს პატარა ლუფტი აქვს, ხან ეგრევე იღებს და ხან ეს ლუფტი აქვს როდესაც ვერ გრძნობს გზას, როცა ლუფტი აქსვ ჯერ არ იღებს გაზს და მერე როცა იაღებს ეგრევე წყდება, როცა ლუფტი არ აქვს დინამიურად ნორმალურად იძვრება. ხან როგორაა და ხან როგორ. ვფიქრობ გაზის ელექტრო პედალი ატრაკებს, ხო?
3) აღმართზე გორავს. პატარა აღმართზე იკავებს ტავს მაგრამ ცოტა "კრუტოი" აღმართი და კარგად გორავს, აღმართში D-ში გორავს უკან და დაღმართში R-ში გორავს, არადა რთავს სიჩქარეებს იდეალურად, არანაირი გარტყმა გართვისას, არანაირი დაგვიანება სიჩქარის შეცვლისას...
4) გარბენი 92 (ნაღდი) მილი აქვს, კარობკაში ზეთი შევცვალო?
5) ხიდებში და რაზდატკაში ზეთი შევცვალო?
აბა გისმენთ ყურადღებით.
მადლობა წინასწარ.