#45539637 · 30 Aug 2015, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპეც-პედაგოგი უსინათლო ბავშვთა სკოლაში
მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება (აღნიშნული სპეციალობის დამადასტურებელი დიპლომი. პრიორიტეტი მიენიჭება საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის გამოცდილებას); • აღნიშნული სპეციალობით მუშაობის მინიმუმ, 2 წლის გამოცდილება; • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ, 1 წლის გამოცდილება; • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიების ცოდნა (ტრენინგები-შესაბამისი სერთიფიკატები); • ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მუშაობის ცოდნა, გამოცდილება; • დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა, გამოცდილება (შედგენა, წარმოება); • საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა (დამადასტურებელი სერთიფიკატი) სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული-ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში შესაბამისი ლიტერატურის მოძიება, თარგმნა); • დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები; • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები; • პასუხისმგებლობის გრძნობა; • პუნქტუალურობა; • კომუნიკაბელურობა; • რთული სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; • სასურველია ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპებზე წარმოდგენა; • რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან (რეკომენდატორი 1 პირი);
სამუშაო განაკვეთი - სრული
თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: school202@ymail.com არაუგვიანეს 6 სექტემბრისა * ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|