#45531565 · 29 Aug 2015, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგად კი არა ძალიან მაგრად უნდა ერკვეოდე, პროცესების აღწერა ცალკე ხდება, თითოეული ნიუანსის გათვალისწინებით
ამას გარდა როცა ERP-ზე არის საუბარი აქ მარტო ბიზნეს პროცესების აღწერით და აღწერაზე დაფუძნებული კოდის დაწერით ვერ გახვალ იოლას, რადგან ERP მოიცავს არაერთ მოდულს როგორიცაა ვთქვათ: ფინანსური აღრიცხვის მოდული, HR მოდული, დისტრიბუციის მოდული( სადისტრიბუციო კომპანიისთვის), საწყობის მოდული და ა.შ
სიტყვაზე HR მოდული შეიძლება ააწყო მხოლოდ პროცესების აღწერით გააკეთო: ვთქვათ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლის აყვანის გაფორმება პროგრამაში, როგორ უნდა მოხდეს მასზე ინფორმაციის შევსება, როგორ უნდა გაფორმდეს შვებულება ან დეი ოფი პროგრამაში, როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლის გათავისუფლება და ა.შ
მაგრამ როცა გჭირდება რომ ბუღალტერიაც იყოს პროგრამაში მაშინ გჭირდება ადამიანი რომელმაც იცის ბუღალტერია, IFRS სტანდარტები, ასევე საგადასახადო კოდექსი, საბაჟო პროცედურები და კიდევ ძალიან ბევრი რამ
ანუ ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი ან ამ საქმეში გამოცდილი ადამიანი. თემის ავტორი როგორც მივხვდი ERP კონსულტანტს ეძებს, თვითონ კი კოდს დაწერს
მიმუშავია ERP კონსულტანტად, მაგრამ სამწუხაროდ არამგონი დრო მქონდეს ამის გასაკეთებლად, საკმაოდ შრომატევი სამუშაოა, ანაზღაურებაც კარგია მაგრამ არის საქართველოში საკმაოდ კარგი კომპანიები რომელიც ERP ნერგავს, მათთან ჭიდაობა კი რთული იქნება თუნდაც მათი რეპუტაციიდან გამომდინარე
--------------------
Well, well, well, so I can die easy ზეპპ <3
|