ჩემო დებო და ძმებო ერთი საკმაოდ საინტერესო საკითხი მინდა გამოვარკვიო თქვენი დახმარებით და იქნებ რომელიმე თქვენგანმა ახლა მაინც გაბედოს და თქვას სიმართლე...
(თემის ბოლოს დადებული ციტატა წაიკითხეთ აუცილებლად და მიხვდებით ყველაფერს)რამდენიმე წლის წინათ საქართველოში საკმაოდ დიდმა ამბავმა "იფეთქა"... იმდენად დიდმა და გრანდიოზულმა, რომ არა მგონია ჩვენს სატელევიზიო სივრცეში მსგავსი მასშტაბების აღმოჩენებზე ხშირად კეთდებოდეს გადაცემები...

მაგრამ რატომღაც აგერ უკვე 12 წელია თითქმის ყველა დუმს... ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს... ტელევიზია, პრესა, რადიო თითქმის ყველაფერი დაბლოკილია და ყველას მხრიდან ეს ამბავი უგუვებელყოფილია, თანაც ისე, თითქოს მსგავსი სერიოზული საკითხებით გადავსებული იყოს ტელე-ეთერი თუ გაზეთის ფურცლები...
არადა ხომ საინტერესოა ბოლო-ბოლო რა ხდება?!

თუნდაც სულ მწირი ინფორმაციის დონეზეც კი არ ხდება ამ ამბავის გაშარჟება... ანუ არც ცუდი უთქვამს ვინმეს და არც კარგი... ამ აღმოჩენას არც "დასცინიან" და არც "აქებენ"...
ის რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი პირში წყალ დაგუბებული თევზის როლშია და არანაირ კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებს გასაგებია, ის რომ მეცნიერებიც გაჩერებულები არიან ესეც გასაგებია, ის რომ საპატრიარქო და კათალიკოს-პატრიარქიც დუმს - არც კარგს ამბობს და არც ცუდს ესეც გასაგებია... (სიმართლე რო აღმოჩნდეს ყველაფერი და დღეს დავამცირო, უარვყო ეს აღმოჩენა, ხვალ ხომ მე თითონ აღმოვჩნდები უხერხულ როლშიო და არის "ჩუმად") ანუ მე პატრიარქის პასიურბაც მესმის...
მაგრამ თქვე დალოცვილებო თქვენ რაღამ გაგაჩუმათ... თქვენ რაღა გჭირთ?! ვინმე იმას ხომ არ გთხოვთ პროპაგანდა გაუკეთოთ ამ თემას, უბრალოდ გაშუქებას, თუნდაც ინფორმაციის დონეზე ამ ამბის გავრცელებას რაღა უდგას წინ?!
თუ ვინმეს მიერ არის გადაკეტილი თქვენთვის ამ თემაზე საუბარი თქვით თუ არადა დავასკვნი, რომ მთელი ჩვენი ჟურნალისტიკა თავისი აზროვნებითა და პროფესიონალიზმით აფრიკის ქვეყნების დონემდეა დასული...
რომ არ იფიქროთ ბოლო-ბოლო რაზე წერს ეს კაცი რას არ ვახმაურებთო მე პატარა ციტატას დაგიდებთ აქვე... იქნებ ახლა მაინც "გაიღვიძოთ" (არადა წარმომიდგენია მსგავსი თემა არსებობდეს ევროპის რომელიმე სახელმწიფოში და იქაური ჟურნალისტები ამ საკითხს რა დონეზე გააშუქებდნენ)
"
ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებასა და უნივერსიტეტების რექტორებს! აგრეთვე: არქეოლოგებს, მსოფლიო უძველესი ისტორიის სპეციალისტებს, ასრონომებს, ეზოთერიკებს, შუმეროლოგებს, ატლანტოლოგებს და რაღა თქმა უნდა ჟურნალისტებს, ყურადღება!დედამიწის 42 პარალელისა და 43 მერიდიანის გადაკვეთის კვადრატში, ორ ზღვას შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ხარაგაულის მთების მიმდებარე ერთ პატარა სოფელთან აღმოჩენილია ეპიცენტრი, სადაც სამყაროს გულიდან დედამიწის მომართ კოსმიურ-მეტაფიზიკური ღერძი პროექცირდება. ბუნების ეს მოვლენა საქართველოში ოდითგან "სვეტიცხოვლი"-ს სახელით ყოფილა ცნობილი, ხოლო შუმერთა ცნობიერებაში სვეტიცხოველს "დურ-ან-კი" ჰქვია. ეს სიტყვა მსოფლიოს თანამედროვე ენებზე ცის და მიწის კავშირს ნიშნავს. ბიბლიის ძველსა და ახალ აღთქმებში კი მოიხსენიება როგორც "სიცოცხლის ხე"! ანუ "სვეტიცხოველი", "დურ-ან-კი" და "სიცოცხლის ხე" - სინონიმებია.
ამ ღერძის მიწასთან შეხების ადგილას ნაპოვნია ლოდებისაგან ნაგები ვეშაპი. ქვის ეს ვეშაპი ადამიანის ხელითაა აგებული და მის გამოსალესად კირწყალია გამოყენებული. "ვეშაპის" ზომებია სიგრძე - დახლოებით 300 წყრთა, სიგანე - დაახლოებთ 50 წყრთა და სიმაღლე - დაახლოებით 30 წყრთა (წყრთა -ეს არის მანძლის საზომი იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე).

ქვის ამ ვეშაპიდან მიწის გულის მიმართულებით ორი სპირალისებრ დახვეული გვირაბი ეშვება. ისინი ძალიან ღრმად მიექანებიან ძირს. ეს ორი გვირაბი, რომლებიც თავისი ფორმითა და არსით გველებს წააგვანან, მიწის ქვეშ არსებულ უდიდეს სიცარიელეს უერთდებიან. ეს სიცარიელე კი თურმე საქართველოს ქვეშ მდებარეობს და მის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდით.
გაჩნდა მოსაზრება თითქოს თანამედროვე კაცობრიობამ ზღაპრული ქვესკნელი იპოვა.
მიწისქვეშა სისტემის მთელი კომპლექსი, როგორც მე და ჩემი მეგობრები ვანგარიშობთ დაახლოებით 4000 წლის დაკეტილი გამოდის. ამ დროის გამო ცოდნა იმის შესახებ, თუ ვინ ააგო იგი, როდის, ან რას წარმოადგენდამიწის ქვეშ ტაბუდადებული სევრცე თანამედროვე კაცის მეხსიერებიდან სერთოდ მოღებულია. ამ გამოუცნობ კომპლექსთან დაკავშირებით ძალძედ ბევრი უნდა იცოდეს ბიბლიამ."
(ეს გახლდათ ციტატა გ. ალაზნისპირელის წიგნიდან "მსოფლიო დასაბამისეული აღმოჩენა")
ამის შემდეგ ამ აღმოჩენის ავტორმა უამრავი მნიშვნელოვანი, პირველ რიგში თქვენთვის საინტერესო ვერსია გამოთქვა, ის რომ ამ კომპლექსის "სიახლოვეს" მიწისქვეშა სივრცეში მიგნებულია ატლანტიდელთა ცივილიზაცია, ზეციური იერუსალემი და რა ვიცი კიდევ რომელი ერთი გრანდიოზული თემა გითხრათ...
ახლა კი სრულ სერიოზულობით გეკითხებით რატომ ხართ ყველა ერთდროულად გაჩერებული და რატომ არ იღებთ ხმას... ხვდებით რომ თქვენი აქტიურობით მთელი მსოფლიო შეიძლება "გამოახედოთ" საქართველოსკენ და მათი წარმოდგენები დღემდე არსებული მოსაზრებების მხრივ თავდაყირა დააყენოთ...იქნებ "მიაწვდინოს" ვინმემ ხმა გიორგი თარგამაძეს და გადასცეს, რომ პირობა აქვს შესასრულებელი და "დროებით" ვრცელი სიუჟეტი გასაშვები ამ თემაზე... მე მას პირადად ვესაუბრე და არც გამკვირვებია, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული ისიც იყო, თუმცა ვერც ის ახერხებს ხმის ამოღებას როგორც ჩანს...
This post has been edited by nika_144 on 22 Mar 2007, 19:38