მეჩვენება, თუ არ გვაქვს ეს თემა განყოფილებაში?
დავაკოპირებ რამდენიმე სააგენტოს ინფორმაციას -
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმითი მოქმედებების განხორციელებას. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს არც მობილიზაციას.
გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო კონტროლის კატერებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცწცხლი გაუხსნა.
მოქალაქეებმა უკვე გამოთქვეს პროტესტი და რუსეთის საელჩოსთან მომხდარი გააპროტესტეს. მათ საბურავებიც დაწვეს.
საქმე იმაშია, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.
უკრაინული მხარის განცხადებით, საარტილერიო კატერები – „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.
ინციდენტის გამო გაეროში საგანგებო სხდომა დაინიშნა. სხდომაზე სიტყვით უკრაინის ელჩი გამოვა.
http://www.gmtv.ge/51101-2/უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სამართლებრივი რეჟიმის შექმნა. ტურჩინოვმა ასევე თქვა, რომ ვითარების ნორმალიზაციის შემთხვევაში, საომარი მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუქმდეს.
უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს და ახლა ინიციატივას მხარი უკრაინის რადამ 26 იანვარს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე უნდა დაუჭიროს.
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა, საომარი მდგომარეობის გამოცხადების განსახილველად პარლამენტის სხდომაში მიიღონ მონაწილეობა.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან პარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
https://1tv.ge/news/ukrainis-ushishroebis-s...tivit-gamovida/რუსულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა რუსეთის უშიშროების სამსახურის კადრები, რომლებზეც ჩანს როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ხომალდები.
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ რამდენიმე საათის წინ გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ.
რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა. რუსული მედიის ცნობით, „ფეესბეს“ სასაზღვრო სამსახურები მის აღსაკვეთად ყველა ზომას იღებენ.
უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატერები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/86932/rogor...-sruteshi-video This post has been edited by შევარდენი1906 on 26 Nov 2018, 11:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!