ვერმახტის ქართული ლეგიონი.
მოკლედ დავწერ ვინც არ იცის ესაა ქართველებისგან შემდგარი ლეგიონი რომელიც გერმანელების გვერდით იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.
25 ათასზე მეტი ქართველი იბრძოდა გერმანული ფორმით ცოტა ვრცლათ მათ შესახებ მოგვიანებით დავწერ მანამდე კი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ხალხზე და მათ მეთაურზე ვერმახტის გენერალ-მაიორ შალვა მაღლაკელიძეზე.
ესეც ერთერთი მათგანი შალვა ლოლაძე 822 ბატალიონის მეთაური
* * *
ესეიგი ქართული ბატალიონები გერმანიაში.
795-ე ქვეითი ბატალიონი ’შალვა მაღლაკელიძე’
796-ე ქვეითი ბატალიონი
797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’
798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’
799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’
822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’
823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’
824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
I/9 ქვეითი ბატალიონი
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
II/125 სასწავლო ბატალიონი
II/198 ქვეითი ბატალიონი
III/9 სასწავლო ბატალიონი
”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი
ქართული სს ჯგუფი
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”
საბრძოლო გზა:
ქვედანაყოფი
საბრძოლო გზა
795 ბატ. 'შალვა მაღლაკელიძე'
1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.
796 ბატ.
1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.
797 ბატ. 'გიორგი სააკაძე'
1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.
798 ბატ. 'მეფე ერეკლე II'
1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.
799 ბატ. 'დავით აღმაშენებელი'
1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.
822 ბატ. 'თამარ მეფე'
1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია 'ევროპის უკანასკნელი ბრძოლის' სახელით.
823 ბატ. 'შოთა რუსთაველი'
1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.
824 ბატ. 'ილია ჭავჭავაძე'
1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.
I/1 სამთო-მსროლელი ბატ.
?
II/4 სამთო-მსროლელი ბატ.
1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.
I/9 ქვეითი ბატ.
1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.
II/198 ქვეითი ბატ.
1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.
სადაზვერვო ბატ. 'ბერგმანი'
1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.
ქართული სს ჯგუფი
1944/45: ჩრდილოეთ იტალია
This post has been edited by thor on 24 Feb 2009, 02:04
მიმაგრებული სურათი
მე მყავს ყველაზე მაგარი და კარგი აიტიშნიკები, სპეტაკი და სათნო ადამიანები.