საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR" რომელიც ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 700 მაღაზიას, მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა, იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
"SPAR Georgia" - "SPAR international" - ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარის ვაკანტურ პოზიციაზე.
მოვალეობები:
**სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
**სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
**სალარო ზონის შევსება პროდუქციით
პიროვნული თვისებები:
გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი სესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
**კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
**სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
**სასურველი ასაკი: 25-დან 55 წლამდე.
http://www.dasaqmeba.ge/gancxadeba/view/5084