vaxushti13კონტრაქტი ნახე დეტალურად.
ჩვენ გვეწერა კონტრაქტში, რომ სადაზღვევოს აქვს უპირატესი უფლება, რომ ჩაგინაცვლოს მანქანა, ანუ თვითონ გიყიდოს იგივენაირი რაც გქონდა, თვითონ უფრო იაფიც რომ დაუჯდეს. ჩვენ ეგეთი აღარ გვინდოდა, ამიტომ სწორედ საბაზრო ფასით აგვინაზღაურეს, და არა იმ ფასით, რითიც იყო დაზღვეული. მანამდე რამდენი ხანი დაგვჭირდა "კაჩაობა" მაგეებს აღარ მოვყვები

ჩემი ქმარი ადვოკატია, და სწორედ სასამართლოთი რომ დავემუქრეთ, მერე წავიდა საერთოდ ანაზღაურებაზე ლაპარაკი. თუ თვითონ გთავაზობენ სასამართლოს, ალბათ კონტრაქტის პირობებს იცავენ.
მოკლედ, კარგად წაიკითხე კონტრაქტი, შეიძლება იქ განსაზღვრულია საბაზრო ფასით ანაზღაურება.