"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გაყიდვას უკავშირდება , - ამის შესახებ "ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის განმარტებით, სავარაუდოდ, გაჩნდა ინვესტორი, რომელიც ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობას შეიძენს. შენობა სამი კორპუსისაგან შედგება, ცენტრალური და ორი გვერდითი კორპუსები, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე გამოდის.
"ინვესტორი ხელისუფლებისგან ითხოვდა წასულიყო კომპრომისზე და ეს ორი გვერდითი შენობების დანგრევა განეხორციელებინა. სავარუდოდ, ამ ადგილზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, შენონების შესაძენად 7 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული", - აცხადებს ელისაშვილი.
"ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი განსახილველად გამოიტანოს. როგორც ელისაშვილისთვისაა ცნობილი, ამჟამად ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, კულტურის სამინისტროში გარკვეულმა პირებმა უარი განაცხადეს შენობისთვის კულტურის ძეგლის სტატუსი მოეხსნათ. აღნიშნულის გამო სასწრაფოდ ხდება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება.
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, პარლამენტში "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში ცვლილებათა პროექტი შევიდა, კერძოდ ძეგლის სტატუსის მოხსნა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უნდა გამარტივდეს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-gaiyidos.html=====
არასამთავრობოები კულტურის სამინისტროსგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ
13:30 20-11-2013
არასამთავრობოები კულტურის სამინისტროსგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურის სამინისტროსგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში, ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ და "ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც აღნიშნულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მიეძღვნა.
კახა კოჟორიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა მარტივდება.
მისივე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი ხდება ისეთ გაურკვეველ და ბუნდოვან პირობებში როგორიცაა: "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა".
კოჟორიძის განმარტებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა რეგლამენტის წესის დარღვევით მოხდა. განათლებისა და კულტურის კომიტეტმა კანონპროექტი მისი მიღებიდან მესამე დღეს განიხილა. ამათან, სხდომის შესახებ ინფორმაცია სხდომის დაწყებიდან ერთი საათით ადრე გამოქვეყნდა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს კი კანონპროექტის განხილვის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გამოუქვეყნებია.
კოჟორიძემ ასევე აღნიშნა, რომ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილების წინააღმდეგ პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც დღეისთვის 14 არასამთავრობო ორგანიზაცია და 500-ზე მეტი ფიზიკური პირი აწერს ხელს. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ პარლამენტისგან მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას და ძალაში დატოვოს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დღემდე მოქმედი რეგულაცია. კულტურის სამინისტრომ ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე, ეკონომიკის სამინისტრომ განუმარტოს საზოგადოებას, რა იგულისხმება განმარტებით ბარათში აღნიშნული "საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარკვეულ შემთხვევაში".
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ithkhoven.htmlქართულო ოცნება ნუ გაბლატავდით უკვე